კარიერა
კარიერული ზრდა
გუნდური მხარდაჭერა
ახალი შესაძლებლობები
ავია სატვირთო გაყიდვებისა და ჯავშნების სამსახურის სპეციალისტი
სავალდებულოა ავიაციის სფეროში მუშაობის გამოცდილება, უმაღლესი განათლება და ინგლისური და რუსული ენების ცოდნა. ძირითადი მოვალეობები მოიცავს მომხმარებელთა შეკვეთების მიღებასა და დამუშავებას, ახალ მომხმარებლებთან ურთიერთობის დამყარებას, აგენტებთან კომუნიკაციას, ტარიფებისა და მომსახურების პირობების შეთანხმებას, ხელშეკრულებებისა და ინვოისების ადმინისტრირებას.
იმპორტის სატვირთო სპეციალისტი
ძირითადი მოვალეობები მოიცავს საბაჟო ელექტრონულ სისტემაში შემოსული ტვირთების აღრიცხვას, სატვირთო დოკუმენტაციის მომზადებასა და გაცემას, ტვირთის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების უზრუნველყოფასა და ინფორმაციის სპეციალიზებულ საოპერაციო პროგრამაში (CWM) ასახვას
ექსპორტის სატვირთო სპეციალისტი
ძირითადი მოვალეობები მოიცავს ტერმინალში შემომავალი, გამავალი და ტრანზიტული ტვირთებისა და ფოსტის აღრიცხვას სატვირთო სისტემაში, სატვირთო დოკუმენტაციის მომზადებასა და სრულ კომპლექტაციას, ავიარეისების განრიგის კონტროლსა და მიღებული დოკუმენტაციის სათანადო აღრიცხვასა და გადაცემას.
შემოუერთდით ჩვენს გუნდს
გაეცანით ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ვაკანსიებს. თუ ამ ეტაპზე თქვენთვის შესაფერის პოზიციას ვერ იპოვით, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და შესაბამისი ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.
,,ლასარე'' IATA-ს სატვირთო ექსპერტთა კონფერენციაზე
,,ლასარე'' IATA-ს სატვირთო ექსპერტთა კონფერენციაზე
EUGBC-ის წევრი ორგანიზაციების ვიზიტი ლასარეს სატვირთო ტერმინალში
EUGBC-ის წევრი ორგანიზაციების ვიზიტი ლასარეს სატვირთო ტერმინალში