24-25 სექტემბერს, ბრიუსელში IATA-ს სატვირთო ექსპერტთა კონფერენცია 2025 გაიმართა, რომელშიც „ლასარეს“ გუნდმაც მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციამ საჰაერო სატვირთო ინდუსტრიის პროფესიონალები და ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გააერთიანა. ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო ოთხი ძირითადი მიმართულება:
- ფარმაცევტული ტვირთი და ინოვაციები;
- სატვირთო ოპერაციების ეფექტიანობის გაუმჯობესება;
- მომხმარებელთა მოთხოვნების მართვა და დანაკარგების პრევენცია;
- ახალი ტექნოლოგიები საჰაერო სატვირთო ინდუსტრიაში.
კონფერენციაში მონაწილეობა „ლასარესთვის“ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო საერთაშორისო გამოცდილების გასაზიარებლად, ინდუსტრიის ახალი ტენდენციებისა და ტექნოლოგიური სიახლეების გასაცნობად და პარტნიორული ურთიერთობების გასაძლიერებლად.