საბაჟო საწყობი
„ლასარე“ უზრუნველყოფს განბაჟებას დაქვემდებარებული ტვირთების უსაფრთხო შენახვას.
საბაჟო საწყობი
„ლასარეს“ სატვირთო ტერმინალი წარმოადგენს საბაჟო კონტროლის სივრცეს, სადაც ტვირთის შენახვა და შემდგომი დამუშავება მოქმედი კანონმდებლობისა და დადგენილი პროცედურების შესაბამისად ხორციელდება.
ტვირთი შეიძლება დარჩეს საბაჟო კონტროლის ქვეშ შემდგომი საბაჟო პროცედურისა და სტატუსის განსაზღვრამდე. პროცედურა შეიძლება მოიცავდეს იმპორტს, რეექსპორტს, მესაკუთრის ცვლილებას, T1 პროცედურის ფარგლებში ტვირთის გადაადგილებას ან ნაწილობრივ გაცემას.
აღნიშნული შესაძლებლობა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ტვირთთან დაკავშირებული სხვადასხვა საბაჟო პროცედურა ერთ სივრცეში, დამატებითი გადაადგილების გარეშე განახორციელოს.
ჩვენი შესაძლებლობები:
რატომ „ლასარე“?
საჰაერო ტვირთების საიმედო მომსახურება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
მრავალწლიანი გამოცდილებით, „ლასარე“ სხვადასხვა სახეობის საჰაერო ტვირთს სრულ სახმელეთო მომსახურებას უწევს. თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სპეციალურად მოწყობილი სივრცეები და გამოცდილი გუნდი ტვირთის უსაფრთხო და ეფექტიან დამუშავებას უზრუნველყოფს. მიღებიდან და შენახვიდან რეისისთვის მომზადებამდე თითოეული ეტაპი საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დაცვით სრულდება.
37-წლიანი გამოცდილება
1989 წლიდან „ლასარე“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ტვირთების საიმედო და ეფექტიან სახმელეთო მომსახურებას უზრუნველყოფს.
თანამედროვე ინფრასტრუქტურა
„ლასარეს“ თანამედროვე სატვირთო ტერმინალი აღჭურვილია სხვადასხვა სახეობის ტვირთის უსაფრთხო და ეფექტიანი დამუშავებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურითა და ტექნიკით.
სატვირთო ოპერაციები 24/7-ზე
„ლასარეს“ სატვირთო ტერმინალი მუშაობს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე და უზრუნველყოფს საჰაერო ტვირთების უწყვეტ მომსახურებას.
უსაფრთხოება და სტანდარტების დაცვა
ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო საავიაციო სტანდარტებს და თითოეული ოპერაციის შესრულებისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ უსაფრთხოებას, ხარისხსა და სიზუსტეს.
საერთაშორისო პარტნიორების ნდობა
საერთაშორისო ავიაკომპანიებთან მრავალწლიანი თანამშრომლობა ადასტურებს „ლასარეს“ საიმედოობასა და მომსახურების სტაბილურად მაღალ ხარისხს.
პროფესიონალი გუნდი
ჩვენი გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი უზრუნველყოფს საჰაერო ტვირთების ეფექტიან და საიმედო მომსახურებას დამუშავების თითოეულ ეტაპზე.