ვებგვერდი ამჟამად დანერგვის რეჟიმშია. შესაძლოა, ზოგიერთი ფუნქცია გამართულად არ მუშაობდეს. მადლობა

სასაწყობე ინფრასტრუქტურა

„ლასარე“ აღჭურვილია სხვადასხვა ტიპის ტვირთისთვის განკუთვნილი  სპეციალური სასაწყობე სივრცეებით, სადაც შენახვის შესაბამისი პირობები ტვირთის ტერმინალში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში ნარჩუნდება.
მომსახურება
სასაწყობე ინფრასტრუქტურა

ტემპერატურული რეჟიმის საწყობი

სამაცივრე და ტემპერატურის კონტროლირებადი სივრცე ტვირთებისთვის, რომლებიც განსაზღვრული ტემპერატურული რეჟიმის დაცვას საჭიროებს.

მალფუჭებადი ტვირთის საწყობი

შესაბამისი ტემპერატურული პირობები მალფუჭებადი პროდუქციის ხარისხის შესანარჩუნებლად.

ზოგადი ტვირთის საწყობი

დაცული სივრცე სტანდარტული ტვირთების დროებითი შენახვისთვის, შემდგომ ტრანსპორტირებამდე ან გაცემამდე.

სახიფათო ტვირთის საწყობი

სპეციალურად გამოყოფილი სივრცე უსაფრთხოებისა და ტვირთების განცალკევების მოთხოვნების დაცვით.

ძვირფასი ტვირთის საწყობი

გაძლიერებული უსაფრთხოებისა და შეზღუდული წვდომის მქონე სივრცე.

რადიოაქტიური მასალების საწყობი

სპეციალური სივრცე წვდომის კონტროლითა და უსაფრთხოების შესაბამისი ზომებით.

სპეციალური ტვირთის საწყობი

სივრცე ტვირთებისთვის, რომლებიც შენახვის განსაკუთრებულ პირობებს ან უსაფრთხოების დამატებით ზომებს საჭიროებს.

ჩვენ შესახებ

რატომ „ლასარე“?

Lasare cargo

საჰაერო ტვირთების საიმედო მომსახურება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

მრავალწლიანი გამოცდილებით, „ლასარე“ სხვადასხვა სახეობის საჰაერო ტვირთს სრულ სახმელეთო მომსახურებას უწევს. თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სპეციალურად მოწყობილი სივრცეები და გამოცდილი გუნდი ტვირთის უსაფრთხო და ეფექტიან დამუშავებას უზრუნველყოფს. მიღებიდან და შენახვიდან რეისისთვის მომზადებამდე თითოეული ეტაპი საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დაცვით სრულდება.

37-წლიანი გამოცდილება

1989 წლიდან „ლასარე“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ტვირთების საიმედო და ეფექტიან სახმელეთო მომსახურებას უზრუნველყოფს.

თანამედროვე ინფრასტრუქტურა

„ლასარეს“ თანამედროვე სატვირთო ტერმინალი აღჭურვილია სხვადასხვა სახეობის ტვირთის უსაფრთხო და ეფექტიანი დამუშავებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურითა და ტექნიკით.

სატვირთო ოპერაციები 24/7-ზე

„ლასარეს“ სატვირთო ტერმინალი მუშაობს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე და უზრუნველყოფს საჰაერო ტვირთების უწყვეტ მომსახურებას.

უსაფრთხოება და სტანდარტების დაცვა

ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო საავიაციო სტანდარტებს და თითოეული ოპერაციის შესრულებისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ უსაფრთხოებას, ხარისხსა და სიზუსტეს.

საერთაშორისო პარტნიორების ნდობა

საერთაშორისო ავიაკომპანიებთან მრავალწლიანი თანამშრომლობა ადასტურებს „ლასარეს“ საიმედოობასა და მომსახურების სტაბილურად მაღალ ხარისხს.

პროფესიონალი გუნდი

ჩვენი გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი უზრუნველყოფს საჰაერო ტვირთების ეფექტიან და საიმედო მომსახურებას დამუშავების თითოეულ ეტაპზე.

ლასარე-ს შესახებ

თქვენი ტვირთი საიმედო ხელშია

მოგვწერეთ
დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენი გუნდი მალე გიპასუხებთ.
თქვენი მონაცემების წარდგენით ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ვებ გვერდის მონაცემთა დამუშავების პოლიტიკას.