ვებგვერდი ამჟამად დანერგვის რეჟიმშია. შესაძლოა, ზოგიერთი ფუნქცია გამართულად არ მუშაობდეს. მადლობა

სატერმინალო მომსახურება

სტანდარტული და სპეციალური საჰაერო ტვირთების სრული სატერმინალო მომსახურება, ტვირთის მიღების, დამუშავების, შენახვისა და გაცემის ჩათვლით.
მომსახურება
სატერმინალო მომსახურება

„ლასარე“ სტანდარტულ და სპეციალურ საჰაერო ტვირთებს სრულ სატერმინალო მომსახურებას უწევს, მიღებიდან და მომზადებიდან დასაწყობებასა და გაცემამდე.

მომსახურება მოიცავს ტვირთების გაერთიანებას, განცალკევებას, დახარისხებასა და შემდგომი ტრანსპორტირებისთვის მომზადებას. სამუშაოები სრულდება ავიაკომპანიის მოთხოვნებისა და კონკრეტული ტვირთის მახასიათებლების გათვალისწინებით.

ტერმინალს აქვს სხვადასხვა კატეგორიის სპეციალური ტვირთის დამუშავებისთვის საჭირო შესაძლებლობები. მათ შორისაა სახიფათო და ძვირფასი ტვირთები, რადიოაქტიური მასალები, ფარმაცევტული პროდუქცია, ცოცხალი ცხოველები და ტემპერატურულ რეჟიმს დაქვემდებარებული ტვირთებისთვის განკუთვნილი სპეციალური სივრცეები. თითოეული კატეგორია მუშავდება მისთვის განსაზღვრული პროცედურების, დოკუმენტაციის, უსაფრთხოებისა და კონტროლის მოთხოვნების დაცვით.

ავიაკომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობა უზრუნველყოფს ტვირთის დროულ და შეუფერხებელ დამუშავებას, დოკუმენტაციის სიზუსტესა და დადგენილი პროცედურების დაცვას.

ჩვენ შესახებ

რატომ „ლასარე“?

Lasare cargo

საჰაერო ტვირთების საიმედო მომსახურება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

მრავალწლიანი გამოცდილებით, „ლასარე“ სხვადასხვა სახეობის საჰაერო ტვირთს სრულ სახმელეთო მომსახურებას უწევს. თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სპეციალურად მოწყობილი სივრცეები და გამოცდილი გუნდი ტვირთის უსაფრთხო და ეფექტიან დამუშავებას უზრუნველყოფს. მიღებიდან და შენახვიდან რეისისთვის მომზადებამდე თითოეული ეტაპი საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დაცვით სრულდება.

37-წლიანი გამოცდილება

1989 წლიდან „ლასარე“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ტვირთების საიმედო და ეფექტიან სახმელეთო მომსახურებას უზრუნველყოფს.

თანამედროვე ინფრასტრუქტურა

„ლასარეს“ თანამედროვე სატვირთო ტერმინალი აღჭურვილია სხვადასხვა სახეობის ტვირთის უსაფრთხო და ეფექტიანი დამუშავებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურითა და ტექნიკით.

სატვირთო ოპერაციები 24/7-ზე

„ლასარეს“ სატვირთო ტერმინალი მუშაობს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე და უზრუნველყოფს საჰაერო ტვირთების უწყვეტ მომსახურებას.

უსაფრთხოება და სტანდარტების დაცვა

ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო საავიაციო სტანდარტებს და თითოეული ოპერაციის შესრულებისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ უსაფრთხოებას, ხარისხსა და სიზუსტეს.

საერთაშორისო პარტნიორების ნდობა

საერთაშორისო ავიაკომპანიებთან მრავალწლიანი თანამშრომლობა ადასტურებს „ლასარეს“ საიმედოობასა და მომსახურების სტაბილურად მაღალ ხარისხს.

პროფესიონალი გუნდი

ჩვენი გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი უზრუნველყოფს საჰაერო ტვირთების ეფექტიან და საიმედო მომსახურებას დამუშავების თითოეულ ეტაპზე.

ლასარე-ს შესახებ

თქვენი ტვირთი საიმედო ხელშია

მოგვწერეთ
დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენი გუნდი მალე გიპასუხებთ.
თქვენი მონაცემების წარდგენით ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ვებ გვერდის მონაცემთა დამუშავების პოლიტიკას.