ტვირთების მომსახურება 1989 წლიდან
რა გამოარჩევს ლასარეს?
მრავალწლიანი გამოცდილებით, „ლასარე“ ემსახურება როგორც სტანდარტულ, ისე სპეციალურ ტვირთებს. თანამედროვე ინფრასტრუქტურა გათვლილია სახიფათო, ძვირფასი, ფარმაცევტული, ტემპერატურისადმი მგრძნობიარე ტვირთებისა და ცოცხალი ცხოველების მომსახურებაზე. ტვირთის მიღებიდან რეისისთვის მომზადებამდე თითოეული ეტაპი უსაფრთხოების, ეფექტიანობისა და საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დაცვით სრულდება.
- 700+ სატვირთო რეისი 2025 წელს
- 30+ მლნ კგ-ზე მეტი დამუშავებული ტვირთი 2025 წელს
- სატვირთო ტექნიკის 80% ელექტროა
„ლასარე“ წლების განმავლობაში ვითარდება და აფართოებს საჰაერო ტვირთების მომსახურების შესაძლებლობებს, თანამედროვე საავიაციო ინდუსტრიის მოთხოვნების შესაბამისად.
თანამედროვე სატვირთო ტერმინალი აღჭურვილია სხვადასხვა სახეობის საჰაერო ტვირთის უსაფრთხო და ეფექტიანი დამუშავებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურითა და ტექნიკით.
ჩვენი გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი უზრუნველყოფს ეფექტურ და პასუხისმგებლიან მომსახურებას ტვირთის დამუშავების ყველა ეტაპზე.
ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო საავიაციო სტანდარტებსა და განსაზღვრულ პროცედურებს, რაც უზრუნველყოფს ტვირთის უსაფრთხო და გამართულ დამუშავებას.
„ლასარე“ 70-ზე მეტ ავიაკომპანიასთან თანამშრომლობს, რაც სხვადასხვა მიმართულებით საჰაერო გადაზიდვის ფართო შესაძლებლობებს ქმნის.
„ლასარეს“ სატვირთო ტერმინალი 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე მუშაობს და საჰაერო ტვირთების უწყვეტ მომსახურებას უზრუნველყოფს.
ჩვენი კომპანია მოქმედებაში






ჩვენი პარტნიორები
ჩვენი სერტიფიკატები
IATA-ს მიერ აკრედიტებული სატვირთო აგენტი
მალფუჭებადი ტვირთების გადაზიდვის წესები და რეგულაციები
ცოცხალი ცხოველების საჰაერო გადაზიდვის რეგულაციები (LAR)
შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა
სერტიფიცირებული საავიაციო სატვირთო ტერმინალი
ფარმაცევტული ტვირთების მომსახურება
კომპეტენციაზე დაფუძნებული სახიფათო ტვირთების გადაზიდვის რეგულაციები