ვებგვერდი ამჟამად დანერგვის რეჟიმშია. შესაძლოა, ზოგიერთი ფუნქცია გამართულად არ მუშაობდეს. მადლობა

სახმელეთო მომსახურება

საჰაერო ხომალდსა და ტვირთის ტერმინალს შორის ტვირთის უსაფრთხო და ეფექტიანი დამუშავება, საავიაციო და საოპერაციო მოთხოვნების დაცვით.
მომსახურება
სახმელეთო მომსახურება

საჰაერო ხომალდის სახმელეთო მომსახურება

„ლასარე“ ორგანიზებას უწევს ტვირთის გადატანას საჰაერო ხომალდსა და სატვირთო ტერმინალს შორის და ზრუნავს სამუშაო პროცესის შეუფერხებლად წარმართვაზე.

სამუშაოები სრულდება მოქმედი საავიაციო, უსაფრთხოებისა და საოპერაციო მოთხოვნების დაცვით, ავიაკომპანიებსა და სახმელეთო მომსახურების პარტნიორებთან თანამშრომლობით.

დადგენილი პროცედურების დაცვა ხელს უწყობს ტვირთის დროულ და უსაფრთხო გადაცემას საჰაერო ხომალდიდან ტერმინალში და ტერმინალიდან საჰაერო ხომალდამდე.

საჰაერო ხომალდის სახმელეთო მომსახურება

საავიაციო უშიშროების სამსახური

საავიაციო უშიშროება „ლასარეს“ სატვირთო ტერმინალის საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ტვირთების მიღება, შემოწმება, დამუშავება და რეისზე გასაგზავნად მომზადება ხორციელდება საავიაციო უშიშროების მოქმედი მოთხოვნებისა და დადგენილი პროცედურების დაცვით.

„ლასარეს“ სატვირთო ტერმინალი აღჭურვილია საავიაციო უშიშროების შესაბამისი ტექნიკური საშუალებებითა და ტვირთების შემოწმების მოწყობილობებით.

კვალიფიციური პერსონალი დადგენილი პროცედურების შესაბამისად ახორციელებს ტვირთების შემოწმებასა და საავიაციო უშიშროების მოთხოვნების შესრულების კონტროლს.

საავიაციო უშიშროების სამსახური
ჩვენ შესახებ

რატომ „ლასარე“?

Lasare cargo

საჰაერო ტვირთების საიმედო მომსახურება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

მრავალწლიანი გამოცდილებით, „ლასარე“ სხვადასხვა სახეობის საჰაერო ტვირთს სრულ სახმელეთო მომსახურებას უწევს. თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სპეციალურად მოწყობილი სივრცეები და გამოცდილი გუნდი ტვირთის უსაფრთხო და ეფექტიან დამუშავებას უზრუნველყოფს. მიღებიდან და შენახვიდან რეისისთვის მომზადებამდე თითოეული ეტაპი საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დაცვით სრულდება.

37-წლიანი გამოცდილება

1989 წლიდან „ლასარე“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ტვირთების საიმედო და ეფექტიან სახმელეთო მომსახურებას უზრუნველყოფს.

თანამედროვე ინფრასტრუქტურა

„ლასარეს“ თანამედროვე სატვირთო ტერმინალი აღჭურვილია სხვადასხვა სახეობის ტვირთის უსაფრთხო და ეფექტიანი დამუშავებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურითა და ტექნიკით.

სატვირთო ოპერაციები 24/7-ზე

„ლასარეს“ სატვირთო ტერმინალი მუშაობს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე და უზრუნველყოფს საჰაერო ტვირთების უწყვეტ მომსახურებას.

უსაფრთხოება და სტანდარტების დაცვა

ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო საავიაციო სტანდარტებს და თითოეული ოპერაციის შესრულებისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ უსაფრთხოებას, ხარისხსა და სიზუსტეს.

საერთაშორისო პარტნიორების ნდობა

საერთაშორისო ავიაკომპანიებთან მრავალწლიანი თანამშრომლობა ადასტურებს „ლასარეს“ საიმედოობასა და მომსახურების სტაბილურად მაღალ ხარისხს.

პროფესიონალი გუნდი

ჩვენი გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი უზრუნველყოფს საჰაერო ტვირთების ეფექტიან და საიმედო მომსახურებას დამუშავების თითოეულ ეტაპზე.

ლასარე-ს შესახებ

თქვენი ტვირთი საიმედო ხელშია

მოგვწერეთ
დაგვიტოვეთ თქვენი შეკითხვა და ჩვენი გუნდი მალე გიპასუხებთ.
თქვენი მონაცემების წარდგენით ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ვებ გვერდის მონაცემთა დამუშავების პოლიტიკას.