ვებგვერდი ამჟამად დანერგვის რეჟიმშია. შესაძლოა, ზოგიერთი ფუნქცია გამართულად არ მუშაობდეს. მადლობა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა


კონფიდენციალურობის პოლიტიკა

„ლასარე“ პატივს სცემს ვებ გვერდის მომხმარებელთა კონფიდენციალურობას და პასუხისმგებლობით ეკიდება მათი პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

ვებ გვერდზე განთავსებული საკონტაქტო ფორმის გამოყენებისას მომხმარებელმა შესაძლოა მოგვაწოდოს სახელი, გვარი, ელფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და შეტყობინებაში მითითებული ინფორმაცია. აღნიშნული მონაცემები გამოიყენება მომხმარებლის მოთხოვნის დასამუშავებლად, მასთან დასაკავშირებლად და შესაბამისი ინფორმაციის მისაწოდებლად ან მომსახურებასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად.

პერსონალური მონაცემები მუშავდება მხოლოდ იმ მიზნებისთვის, რისთვისაც ისინი იქნა მოწოდებული, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. „ლასარე“ იყენებს სათანადო ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს პერსონალური მონაცემების უნებართვო წვდომისგან, დაკარგვისგან, შეცვლისგან ან არამართლზომიერი გამოყენებისგან დასაცავად.

პერსონალური მონაცემები მესამე პირებს არ გადაეცემა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია შესაბამისი მომსახურების უზრუნველსაყოფად, კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად ან მონაცემთა გადაცემის სხვა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არსებობს.

პერსონალური მონაცემები ინახება მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია მათი შეგროვებისა და დამუშავების მიზნების მისაღწევად ან კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.

მომხმარებელს უფლება აქვს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოითხოვოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოს აღნიშნულ მონაცემებს, მოითხოვოს მათი გასწორება ან განახლება, ასევე, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მონაცემთა დამუშავების შეზღუდვა ან მათი წაშლა.