11 ივნისს, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები ლასარეს სატვირთო ტერმინალსა და JSL Logistics-ს ეწვივნენ.
სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში მათ გააცნეს ტერმინალის სერვისები, ტვირთის დამუშავების პროცესები და ოპერაციული შესაძლებლობები.
მონაწილეებმა დაათვალიერეს ტერმინალის ინფრასტრუქტურა, მათ შორის საბაჟო საწყობი, ადმინისტრაციული სივრცეები და სატვირთო ჰენდლინგის ზონა.
ღონისძიება ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს, „ლასარესა“ და JSL Logistics-ის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.