სატვირთო გადაზიდვები
ტვირთის საჰაერო გადაზიდვა მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით, შესაბამისი რეისისა და მარშრუტის შერჩევით, დაჯავშნითა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებით.
„ლასარე“ გთავაზობთ საჰაერო გზით ტვირთის
გაგზავნას მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით. კომპანია თანამშრომლობს 70-ზე მეტ ავიაკომპანიასთან,
რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო რეისებს
ასრულებენ.
ავიაკომპანიების ფართო ქსელი გვაძლევს
შესაძლებლობას, სხვადასხვა კატეგორიის ტვირთისთვის შევარჩიოთ ოპტიმალური მარშრუტი,
რეისი და გადაზიდვის პირობები. შესაძლებელია როგორც სტანდარტული, ისე სპეციალური ტვირთების
გადაზიდვა, მათ შორის სახიფათო, ძვირფასი, ფარმაცევტული, ტემპერატურულ რეჟიმს დაქვემდებარებული
ტვირთებისა და ცოცხალი ცხოველების.
რეისის დაჯავშნა და მარშრუტის დაგეგმვა
ტვირთის სპეციფიკისა და დანიშნულების
ადგილის გათვალისწინებით ვარჩევთ ოპტიმალურ ავიაკომპანიასა და მარშრუტს და ვახორციელებთ
შესაბამის რეისზე დაჯავშნას.
70-ზე მეტ ავიაკომპანიასთან თანამშრომლობა
მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით გადაზიდვის ფართო შესაძლებლობას გვაძლევს როგორც
პირდაპირი, ისე ტრანზიტული რეისებით. დაგეგმვისას ვითვალისწინებთ ტვირთის ტიპს, მოცულობას,
წონას, საბოლოო დანიშნულების ადგილსა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო პირობებს.
დოკუმენტაციის სრული მომზადება
„ლასარეს“ გუნდი ამზადებს საჰაერო გადაზიდვისთვის
საჭირო დოკუმენტაციას, მათ შორის ავიაზედდებულს (AWB) და სახიფათო ტვირთის დეკლარაციას
(DGD).
დოკუმენტები ფორმდება ავიაკომპანიის
მოთხოვნებისა და საჰაერო გადაზიდვის მოქმედი წესების შესაბამისად. სახიფათო ტვირთის
შემთხვევაში დაცულია IATA-ს სახიფათო ტვირთების გადაყვანის რეგულაციებით (DGR) განსაზღვრული
მოთხოვნები.
ცოცხალი ცხოველების საჰაერო ტრანსპორტირება
„ლასარე“ ახორციელებს ცოცხალი ცხოველების საჰაერო ტრანსპორტირების ორგანიზებას, ავიარეისის დაჯავშნას, საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და სატვირთო ტერმინალში შესაბამის პირობებში განთავსებას.
მომსახურება მოიცავს ცხოველების მიღებას, დროებით განთავსებას, გამგზავრებისთვის მომზადებასა და საჰაერო ხომალდამდე გადაცემის ორგანიზებას.
ყველა პროცესი ხორციელდება IATA-ს ცოცხალი ცხოველების გადაყვანის წესების (LAR) შესაბამისად, უსაფრთხოებისა და შესაბამისი საავიაციო მოთხოვნების დაცვით.
რატომ „ლასარე“?
საჰაერო ტვირთების საიმედო მომსახურება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
მრავალწლიანი გამოცდილებით, „ლასარე“ სხვადასხვა სახეობის საჰაერო ტვირთს სრულ სახმელეთო მომსახურებას უწევს. თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სპეციალურად მოწყობილი სივრცეები და გამოცდილი გუნდი ტვირთის უსაფრთხო და ეფექტიან დამუშავებას უზრუნველყოფს. მიღებიდან და შენახვიდან რეისისთვის მომზადებამდე თითოეული ეტაპი საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დაცვით სრულდება.
37-წლიანი გამოცდილება
1989 წლიდან „ლასარე“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ტვირთების საიმედო და ეფექტიან სახმელეთო მომსახურებას უზრუნველყოფს.
თანამედროვე ინფრასტრუქტურა
„ლასარეს“ თანამედროვე სატვირთო ტერმინალი აღჭურვილია სხვადასხვა სახეობის ტვირთის უსაფრთხო და ეფექტიანი დამუშავებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურითა და ტექნიკით.
სატვირთო ოპერაციები 24/7-ზე
„ლასარეს“ სატვირთო ტერმინალი მუშაობს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე და უზრუნველყოფს საჰაერო ტვირთების უწყვეტ მომსახურებას.
უსაფრთხოება და სტანდარტების დაცვა
ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო საავიაციო სტანდარტებს და თითოეული ოპერაციის შესრულებისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ უსაფრთხოებას, ხარისხსა და სიზუსტეს.
საერთაშორისო პარტნიორების ნდობა
საერთაშორისო ავიაკომპანიებთან მრავალწლიანი თანამშრომლობა ადასტურებს „ლასარეს“ საიმედოობასა და მომსახურების სტაბილურად მაღალ ხარისხს.
პროფესიონალი გუნდი
ჩვენი გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი უზრუნველყოფს საჰაერო ტვირთების ეფექტიან და საიმედო მომსახურებას დამუშავების თითოეულ ეტაპზე.