ტვირთის მიწოდება
„ლასარე“ უზრუნველყოფს იმპორტირებული საჰაერო ტვირთების უსაფრთხო და დროულ მიწოდებას საკუთარი სატვირთო ტერმინალიდან საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.
ტვირთის მიწოდება
„ლასარე“ გთავაზობთ იმპორტირებული საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირებას „ლასარეს“ სატვირთო ტერმინალიდან საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.
ტვირთის მოცულობის, წონისა და სპეციფიკის მიხედვით შეირჩევა შესაბამისი სატვირთო ავტომობილი. კომპანია იყენებს სხვადასხვა ტვირთამწეობის ტრანსპორტს, მათ შორის ტემპერატურული რეჟიმის მქონე ავტომობილებს.
სტანდარტული სატვირთო ავტომობილი
მოცულობა: 35 მ³
ტვირთამწეობა: 7 900 კგ
ერთი სატვირთო ერთეულის მაქსიმალური წონა: 1 400 კგ
ტემპერატურული რეჟიმის მქონე სატვირთო ავტომობილი
მოცულობა: 27 მ³
ტვირთამწეობა: 4 900 კგ
ერთი სატვირთო ერთეულის მაქსიმალური წონა: 1 400 კგ
ტემპერატურული დიაპაზონი: −20°C-დან −2°C-მდე
მცირე სატვირთო ავტომობილი
ტვირთამწეობა: 4 300 კგ
ერთი სატვირთო ერთეულის მაქსიმალური წონა: 1 500 კგ
„ლასარე“ უზრუნველყოფს ტვირთის დროულ და უსაფრთხო მიწოდებას საქართველოს მასშტაბით.
რატომ „ლასარე“?
საჰაერო ტვირთების საიმედო მომსახურება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
მრავალწლიანი გამოცდილებით, „ლასარე“ სხვადასხვა სახეობის საჰაერო ტვირთს სრულ სახმელეთო მომსახურებას უწევს. თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სპეციალურად მოწყობილი სივრცეები და გამოცდილი გუნდი ტვირთის უსაფრთხო და ეფექტიან დამუშავებას უზრუნველყოფს. მიღებიდან და შენახვიდან რეისისთვის მომზადებამდე თითოეული ეტაპი საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დაცვით სრულდება.
37-წლიანი გამოცდილება
1989 წლიდან „ლასარე“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ტვირთების საიმედო და ეფექტიან სახმელეთო მომსახურებას უზრუნველყოფს.
თანამედროვე ინფრასტრუქტურა
„ლასარეს“ თანამედროვე სატვირთო ტერმინალი აღჭურვილია სხვადასხვა სახეობის ტვირთის უსაფრთხო და ეფექტიანი დამუშავებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურითა და ტექნიკით.
სატვირთო ოპერაციები 24/7-ზე
„ლასარეს“ სატვირთო ტერმინალი მუშაობს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე და უზრუნველყოფს საჰაერო ტვირთების უწყვეტ მომსახურებას.
უსაფრთხოება და სტანდარტების დაცვა
ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო საავიაციო სტანდარტებს და თითოეული ოპერაციის შესრულებისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ უსაფრთხოებას, ხარისხსა და სიზუსტეს.
საერთაშორისო პარტნიორების ნდობა
საერთაშორისო ავიაკომპანიებთან მრავალწლიანი თანამშრომლობა ადასტურებს „ლასარეს“ საიმედოობასა და მომსახურების სტაბილურად მაღალ ხარისხს.
პროფესიონალი გუნდი
ჩვენი გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი უზრუნველყოფს საჰაერო ტვირთების ეფექტიან და საიმედო მომსახურებას დამუშავების თითოეულ ეტაპზე.