„ლასარეს“ გუნდის წევრმა და აქტიურმა პილოტმა, მერაბ გუმბერიძემ, შარჯაში გამართულ საერთაშორისო პარაგლაიდინგის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა.
მასშტაბურმა სპორტულმა ღონისძიებამ სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეები გააერთიანა და პარაგლაიდინგის სფეროში გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წარმოჩენის შესაძლებლობა შექმნა.
„ლასარესთვის“ მნიშვნელოვანია გუნდის წევრების პროფესიული და პიროვნული განვითარების მხარდაჭერა, მათ შორის იმ საქმიანობებში, რომლებიც მიზანდასახულობას, გამბედაობასა და მუდმივ განვითარებას მოითხოვს.
ვულოცავთ მერაბს წარმატებულ ასპარეზობას და მომავალშიც სიამოვნებით დავუჭერთ მხარს მის ახალ გამოწვევებსა და მიღწევებს.