22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, „ლასარემ“ თბილისის მერიის მხარდაჭერით გამწვანების აქცია განახორციელა.
კომპანიის ინიციატივით, სამგორის რაიონში მდებარე ჰუალინგის რეკრეაციულ სივრცეში ახალი წიწვოვანი მცენარეები დაირგო.
ინიციატივა მიზნად ისახავდა მწვანე სივრცის განვითარებაში წვლილის შეტანას და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მნიშვნელობის ხაზგასმას.
„ლასარე“ აგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც მდგრადი და ჯანსაღი გარემოს შექმნას ემსახურება.