კომპანია „ლასარე“ გთავაზობთ საექსპორტო, საიმპორტო და სატრანზიტო ტვირთების შიდა გადაზიდვის მომსახურებას პრინციპით „კარიდან კარამდე“. სერვისი „კარიდან კარამდე“ გულისხმობს უშუალოდ გამოგზავნის წერტილიდან დანიშნულების წერტილამდე ტვირთის მიწოდებას.
მომსახურება მოიცავს:
ჩვენი გამოცდილი და მაღალკვალიფიციური თანამშრომლების მიერ სასურველი გადამზიდი კომპანიის და მარშრუტის მოძიებას;
კვალიფიციური მუშაკების მიერ ტვირთის შეფუთვას, მარკირებას და გადასაზიდად მომზადებას;
სატვირთო ტერმინალით მომსახურებას;
გადასაზიდი ტვირთის ავტოტრანსპორტით უსწრაფეს მიწოდებას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ახლომდებარე აეროპორტამდე ან სხვა დანიშნულების წერტილამდე;
ნებისმიერი კატეგორიის ტვირთის დაზღვევას სპეციალურად გადაზიდვებისათვის მორგებული პროგრამით;
სრულ საინფორმაციო მომსხურებას საექსპორტო, საიმპორტო და სატრანზიტო ტვირთებთან, ტვირთის შენახვასთან, ლოჯისტიკასთან, სატერმინალო მომსახურებასთან დაკავშირებით;
ძირითადი ტვირთის გარდა ვამუშავებთ ყველა სახის ტვირთებს ძვირფასი, ცოცხალი, მალფუჭებადი, სახიფათო და სპეციფიკური (ზომა-წონიდან გამომდინარე) ტვირთების ჩათვლით.
გამოცდილი სერტიფიცირებული სპეციალისტები უზრუნველყოფენ უსაფრთხო ხარისხიან მომსახურებას.