ტერმინალში დროის ლიმიტები ტვირთის გაგზავნასთან დაკავშირებით

ტვირთის გამგზავნთა საყურადღებოდ!

 

“ლასარე”-ს სატვირთო ტერმინალი სთავაზაობს მომხმარებლებს ტვირთის სტანდარტული და დაჩქარებული  გაგზავნის სერვისებს. გთხოვთ, გაეცნოთ დადგენილ დროის ლიმიტებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ტვირთის გაგზავნისას :

სტანდარტული სერვისი:

სატვირთო რეისზე ტვირთის გაგზავნისას სტანდარტული სერვისის გამოყენებით,მომხმარებელმა უნდა წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (დასრულებული საბაჟო დეკლარაციის ჩათვლით) რეისის გაფრენამდე 10 საათით ადრე, ხოლო ტვირთის მიღების პროცედურა განახორციელოს არაუგვიანეს 24 საათით ადრე რეისის გაფრენამდე.

სამგზავრო რეისზე ტვირთის გაგზავნისას სტანდარტული სერვისის გამოყენებით,მომხმარებელმა უნდა წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (დასრულებული საბაჟო დეკლარაციის ჩათვლით) რეისის გაფრენამდე 5 საათით ადრე, ხოლო ტვირთის მიღების პროცედურა განახორციელოს არაუგვიანეს 24 საათით ადრე რეისის გაფრენამდე.

„ლუფთჰანზა“- ს ავიაკომპანიით ტვირთის გაგზავნისას, გთხოვთ გაითვალისწინოთ: მომხმარებელმა უნდა წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (დასრულებული საბაჟო დეკლარაციის ჩათვლით) რეისის გაფრენამდე 9 საათით ადრე, ხოლო ტვირთის მიღების პროცედურა განახორციელოს არაუგვიანეს 24 საათით ადრე რეისის გაფრენამდე.

სპეციალური ტვირთის გაგზავნისას მომხმარებელმა უნდა წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (დასრულებული საბაჟო დეკლარაციის ჩათვლით) რეისის გაფრენამდე 6 საათით ადრე, ხოლო ტვირთის მიღების პროცედურა განახორციელოს არაუგვიანეს 24 საათით ადრე რეისის გაფრენამდე.

დაჩქარებული სერვისი:

სატვირთო რეისზე ტვირთის გაგზავნისას დაჩქარებული სერვისის გამოყენებით, ტვირთის მიღება, ისევე როგორც შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა (დასრულებული საბაჟო დეკლარაციის ჩათვლით), უნდა მოხდეს რეისის გაფრენამდე მინიმუმ 10 საათით ადრე.

სამგზავრო რეისზე ტვირთის გაგზავნისას დაჩქარებული სერვისის გამოყენებით, ტვირთის მიღება, ისევე როგორც შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა (დასრულებული საბაჟო დეკლარაციის ჩათვლით), უნდა მოხდეს რეისის გაფრენამდე მინიმუმ 5 საათით ადრე.

„ლუფთჰანზა“- ს ავიაკომპანიით ტვირთის გაგზავნისას, გთხოვთ გაითვალისწინოთ: მომხმარებელმა უნდა წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (დასრულებული საბაჟო დეკლარაციის ჩათვლით) რეისის გაფრენამდე 9 საათით ადრე, ხოლო ტვირთის მიღების პროცედურა განახორციელოს არაუგვიანეს 10 საათით ადრე რეისის გაფრენამდე.

სპეციალური ტვირთის გაგზავნისას, მომხმარებელმა უნდა წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (დასრულებული საბაჟო დეკლარაციის ჩათვლით) რეისის გაფრენამდე 6 საათით ადრე, ხოლო ტვირთის მიღების პროცედურა განახორციელოს არაუგვიანეს 7 საათით ადრე რეისის გაფრენამდე.