,,ლასარეს’’ ლოჯისტიკისა და საბროკერო სამსახური, 9-11 მაისს, ტაილანდის ქალაქ ბანგკოკში PANGEA Network Group-ის მიერ ორგანიზებულ წლის მთავარ, გლობალურ კონფერენციაზე წარმატებით წარსდგა.
Freightcamp 2023-ის ფარგლებში ჩვენი გუნდი აქტიურად აწარმოებდა საქმიან შეხვედრებს Pangea&Connecta-ს ქსელში გაერთიანებულ ლოჯისტიკური კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც სხვადასხვა კონტინენტიდან ესწრებოდნენ სამიტს.
რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენცია საუკეთესო შესაძლებლობაა, როგორც პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობის გამყარების თვალსაზრისით, ასევე ჩვენი მომსახურების არეალის გაფართოებისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
კონფერენციამ მოგვცა საშუალება დაგვემყარებინა ახალი კავშირები, განგვეხილა ისეთი საკითხები, როგორიცაა ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა, კომფორტული სერვისის შეთავაზება და გვესაუბრა ახალ გამოწვევებზე.