საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის დასაქმების და კარიერული განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება ონლაინ დასაქმების კვირეული. საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს, შესაძლებლობა ექნებათ გაესაუბრონ მათთვის საინტერესო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია იმ უნარ-ჩვევების და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ, რომლებსაც კონკრეტულ ორგანიზაციაში დასაქმების მსურველი კანდიდატი უნდა ფლობდეს და კვირეულის დასრულების შემდეგ, გამოაგზავნონ საკუთარი CV იმ ორგანიზაციებისათვის, რომელშიც, სამომავლოდ, დასაქმების სურვილი აქვთ.
მოცემულ კვირეულში ჩართულები იქნებიან შემდეგი ორგანიზაციები:
- საქართველოს აეროპორტების გაერთიანება;
- ტავ ურბან საქართველო;
- პაშა ბანკი საქართველო;
- სატვირთო ავიაკომპანია იზი ჩარტერი;
- ავიაკომპანია ჯეო სქაი;
- ტერა ბანკი;
- სატვირთო ტერმინალი ლასარე;
- აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი);
- სსსტც დელტა;
- საქაერონავიგაცია.
გადადით სარეგისტრაციო ბმულზე- https://forms.gle/qMX6pfK4VuZg4sGP7 აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო დამსაქმებელი(ები) და შეხვედრ(ებ)ის ბმული გადმოიგზავნება თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართზე.