სატვირთო საჰენდლინგო მომსახურება

ვასრულებთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სრულ სატვირთო საჰენდლინგო მომსახურებას, ავიაკომპანიების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.

ვემსახურებით ყველა ტიპის თვითმფრინავებს. ვამუშავებთ კონტეინერებს, ქვესადგამებს, პალეტებს, ძირითადი (General Cargo) ტვირთის გარდა ვამუშავებთ ავიაგადაზიდვისთვის განკუთვნილ ყველა სახის სპეციალურ ტვირთებს. საჰაერო ხომალდების მომსახურებისას ვიყენებთ საკუთარ სატვირთო ავტო-ამწეებს, ჩანგლისებურ ამწეებს და სხვა სათანადო ტექნიკას. გამოცდილი სერტიფიცირებული სპეციალისტები უზრუნველყოფენ უსაფრთხო ხარისხიან მომსახურებას 24/7 რეჟიმში.