სატვირთო სატერმინალო მომსახურება

ტერმინალი ამუშავებს, აგზავნის და იღებს ყველა სახის ავია ტვირთებს მსოფლიოს ყველა წერტილიდან, ასრულებს სატრანზიტო ავია ტვირთების მომსახურებას, ტერმინალის ტერიტორია არის საქართველოს საბაჟოს კონტროლის ზონა, სადაც ინახება, როგორც სტანდარტული, ისე სპეციალური პირობებით შესანახი ტვირთი; ტერიტორიაზე განლაგებულია – სახიფათო, ძვირფასი და მალფუჭებადი ტვირთის საწყობები, ასევე ტემპერატურული რეჟიმის საწყობები, რომლებიც უზრუნველყოფენ შემდეგ ტემპერატურულ პირობებს -2 -8; -18 -20; +2 +8; +15 +25. გამოცდილი და სერტიფიცირებული პერსონალი უზრუნველყოფს მომსახურების სრულ კომპლექსს, ვმუშაობთ 24/7 რეჟიმში, მომხმარებელს ვთავაზობთ სრულ საინფორმაციო მომსახურებას.

ტვირთის გაგზავნამდე, სათანადო სამსახურში, გამგზავნის განაცხადის საფუძველზე გამოიწერება ავიაზედდებული, ყოველი კონკრეტული ავიაგადაზიდვისათვის, გასაგზავნი საექსპორტო ტვირთი ტერმინალში გადის ავიაგადაზიდვისათვის მოსამზადებელ სრულ პროცესს, ყველა გასაგზავნად შემომავალი ტვირთი მოწმდება საავიაციო უშიშროების სამსახურის მიერ. შესაძლებელია ტვირთების დაზღვევა სპეციალურად ავიაგადაზიდვებზე მორგებულ სადაზღვევო პროგრამით.

გასაგზავნად ტვირთის მიღების დადგენილი დროის ლიმიტებს შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულზე.