ავიაგადაზიდვა

ვასრულებთ ტვირთის ავიაგადაზიდვასთან დაკავშირებულ სრულ სააგენტო მომსახურებას. კლიენტის მოთხოვნით მისამართზე, ვაგზავნით ტვირთს მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე.

ვასრულებთ გასაგზავნი ტვირთების დაჯავშვნას და ტვირთების მონიტორინგს ავიაკომპანიების სისტემებში, ვუზრუნველყოფთ დამკვეთისთვის ტვირთთან დაკავშირებული მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდებას; ძირითადი ტვირთის გარდა (General cargo), ვაგზავნით ყველა სახის ტვირთებს ძვირფასი (გამოცხადებული ღირებულებით და გამოცხადების გარეშე) ცოცხალი, მალფუჭებადი, სახიფათო, სპეციფიკური (ზომა- წონიდან გამომდინარე) ტვირთების ჩათვლით.

გადაზიდვების სამსახურის კვალიფიციური და სერტიფიცირებული პერსონალი აწვდის მომხმარებელს ტვირთთან დაკავშირებულ ამომწურავ ინფორმაციას, ეხმარება სასურველი ავიაგადამზიდის (ავიაკომპანია, მარშრუტი) შერჩევაში, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს ჩარტერული სატვირთო რეისების ორგანიზებას.

ტვირთის გაგზავნამდე, სათანადო სამსახურში გამგზავნის განაცხადის საფუძველზე გამოიწერება ავიაზედდებული, ყოველი კონკრეტული ავიაგადაზიდვისათვის. ასევე, შესაძლებელია ტვირთების დაზღვევა სპეციალურად ავიაგადაზიდვებზე მორგებული სადაზღვევო პროგრამის გამოყენებით.

 

CODE ICAO CODE IATA CODE PREFIX LOGO AIRLINE
KZR KC 465 AIR ASTANA
BTI BT 657 AIR BALTIC
BRU B2 628 BELAVIA
CLX CV 172 CARGOLUX
FDB FZ 141 FLYDUBAI
JZR J9 486 JAZEERA AIRWAYS
LOT LO 80 LOT POLISH AIRLINES
DLH LH 20 LUFTHANSA
MYW MJ MYWAY AIRLINES
PGI PC 624 PEGASUS
IRQ QB 237 QESHM AIRLINES
VSV DV 655 SCAT AIRLINES
ROT RO 281 TAROM
THY TK 235 TURKISH AIRLINES