ჩვენ შესახებ

შ.პ.ს. “ლასარე” დაარსდა 1989 წელს. კომპანია განლაგებულია შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე. დღეისათვის “ლასარე” წარმოადგენს კერძო ავია-სატვირთო ტერმინალს.

ეს გახლავთ საჰაერო ხომალდის სატვირთო საჰენდლინგო მომსახურებისათვის აუცილებელი ბაზის, საბაჟო საწყობისა და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სასაწყობო მეურნეობის ერთობლიობა უშიშროების დაცული სისტემით, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მაღალხარისხიან პროფესიონალურ მომსახურებას 24-საათის განმავლობაში. ტერმინალის ტერიტორიაზე განლაგებულია სატვირთო მომსახურების სრულყოფილი და დროული უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ყველა სათანადო სამსახური.

ყოველივე ზემოთ აღნიშნული, აეროდრომზე დამოუკიდებელ გასასვლელთან ერთად, საშუალებას გვაძლევს ადვილად გავართვათ თავი საჰაერო ტვირთების მომსახურების საკმაოდ რთულ და საპასუხისმგებლო პროცესს, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა სრული დაცვით.

კომპანიაში დასაქმებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომელები, მათ შორის არიან IATA-სა და FIATA-ში სერტიფიცირებული სპეციალისტები, სახიფათო ტვირთების და ცოცხალი ცხოველების მომსახურების უფლებით.

მომსახურების მთელი პროცესი კომპიუტერიზირებულია. ავიაგადაზიდვების გაყივებისას მომხმარებელს ვთავაზობთ სპეციალურად ავიატვირთებისათვის მორგებულ სადაზღვევო პროგრამას.

წლების განმავლობაში მაღალი დონის სანდო მომსახურების წყალობით კომპანიამ მომხმარებლებს შორის საიმედო პარტნიორის რეპუტაცია დაიმკვიდრა. სატვირთო საჰენდლინგო და გაყიდვების აგენტის სტატუსით მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უცხოურ და ადგილობრივ ავიაკომპანიებთან.

ბიზნესის სფეროში შეტანილი წვლილის, მაღალი რეპუტაციისა და პროფესიონალიზმისათვის შპს “ლასარე”-მ მიიღო სპეციალური ჯილდო – ევროპის ოქროს თაღი ხარისხისა და ტექნოლოგიისათვის.