ავიაგადაზიდვა

ვასრულებთ ტვირთის ავიაგადაზიდვასთან დაკავშირებულ სრულ სააგენტო მომსახურებას, ავიაკომპანიების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე. კლიენტის მოთხოვნით მისამართზე, ვაგზავნით ტვირთს მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე.

ვასრულებთ გასაგზავნი ტვირთების დაჯავშვნას და ტვირთების მონიტორინგს ავიაკომპანიების სისტემებში, ვუზრუნველყოფთ დამკვეთისთვის ტვირთთან დაკავშირებული მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდებას; ძირითადი ტვირთის გარდა (General cargo), ვაგზავნით ყველა სახის ტვირთებს ძვირფასი (გამოცხადებული ღირებულებით და გამოცხადების გარეშე) ცოცხალი, მალფუჭებადი, სახიფათო, სპეციფიკური (ზომა- წონიდან გამომდინარე) ტვირთების ჩათვლით.

გადაზიდვების სამსახურის კვალიფიციური და სერტიფიცირებული პერსონალი აწვდის მომხმარებელს ტვირთთან დაკავშირებულ ამომწურავ ინფორმაციას, ეხმარება სასურველი ავიაგადაზიდის (ავიაკომპანია, მარშრუტი) შერჩევაში, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს ჩარტერული სატვირთო რეისების ორგანიზებას.

ტვირთის გაგზავნამდე სათანადო სამსახურში გამგზავნის განაცხადის საფუძველზე გამოიწერება ავიაზედდებული ყოველი კონკრეტული ავიაგადაზიდვისათვის. ასევე შესაძლებელია ტვირთების დაზღვევა სპეციალურად ავიაგადაზიდვებზე მორგებული სადაზღვევო პროგრამის გამოყენებით.

სახმელეთო გადაზიდვა

გთავაზობთ უშუალოდ გამოგზავნის წერტილიდან დანიშნულების წერტილამდე ყველა სახის,გენერალური, საკონტეინერო, არაგაბარიტული და მძიმეწონიანი ტვირთების ტრანსპორტირებას, მთლიანი და ნაწილობრივად დატვირთული მანქანებით (FTL / LTL). ჩვენი გამოცდილი და კვალიფიციური თანამშრომლები შეგირჩევენ სასურველ მარშრუტს და გადაზიდვის პირობებს.

საზღვაო გადაზიდვა

გთავაზობთ პორტიდან პორტამდე გადაზიდვისთვის ყველა საჭირო პროცედურის ჩატარებას, გემის დაფრახტვას, საკონტეინერო გადაზიდვას, ნაყარი ტვირთების ტრანსპორტირებას. ჩვენ მრავალი წელია ვთანამშრომლობთ საზღვაო გადაზიდვის სფეროში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებთან, გაწევრიანებული ვართ ერთ-ერთ უდიდეს ქსელში, რომელიც გვაძლევს საშუალებას გავაგზავნოთ და მივიღოთ ტვირთები მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან.

მულტიმოდალური ტრანსპორტირება

გთავაზობთ მულტიმოდალურ ტრანსპორტირებას, რაც გულისხმობს გადაზიდვის დროს ორი ან მეტი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებას , ჩამოსული, გასაგზავნი და სატრანზიტო საავიაციო,საზღვაო და სარკინიგზო ტვირთების მიწოდებას სახმელეთო გზით როგორც საქართველოს ასევე მსოფლიოს მაშტაბით.

საბროკერო მომსახურება

გთავაზობთ საბაჟო საკითხებთან დაკავშრებით სრული კონსულტაციის გაწევას, საბროკერო სამსახურის კვალიფიციური თანამშრომლები დაზოგავენ თქვენს დროს და ენერგიას, თქვენი დავალებით მოახდენენ ტვირთის დეკლარირებას.

ტვირთის დაზღვევა

ვახორციელებთ ტვირთების დაზღვევას სპეციალურად ავიაგადაზიდვებზე მორგებული სადაზღვევო პროგრამის გამოყენებით, თქვენ გეძლევათ საშუალება დააზღვიოთ ტვირთი ნებისმიერ ავიაკომპანიაზე, ნებისმიერი მიმართულებით.

ავტოგადაზიდვა