შიდა გადაზიდვები – კარიდან კარამდე სერვისი
კომპანია „ლასარე“ გთავაზობთ საექსპორტო, საიმპორტო და სატრანზიტო ტვირთების შიდა გადაზიდვის მომსახურებას პრინციპით „კარიდან კარამდე“.
სერვისი „კარიდან კარამდე“ გულისხმობს უშუალოდ გამოგზავნის წერტილიდან დანიშნულების წერტილამდე ტვირთის მიწოდებას.
მომსახურება მოიცავს:
- ჩვენი გამოცდილი და მაღალკვალიფიციური თანამშრომლების მიერ სასურველი გადამზიდი კომპანიის და მარშრუტის მოძიებას;
- კვალიფიციური მუშაკების მიერ ტვირთის შეფუთვას, მარკირებას და გადასაზიდად მომზადებას;
- სატვირთო ტერმინალით მომსახურებას;
- გადასაზიდი ტვირთის ავტოტრანსპორტით უსწრაფეს მიწოდებას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ახლომდებარე აეროპორტამდე ან სხვა დანიშნულების წერტილამდე;
- ნებისმიერი კატეგორიის ტვირთის დაზღვევას სპეციალურად გადაზიდვებისათვის მორგებული პროგრამით;
- სრულ საინფორმაციო მომსხურებას საექსპორტო, საიმპორტო და სატრანზიტო ტვირთებთან, ტვირთის შენახვასთან, ლოჯისტიკასთან, სატერმინალო მომსახურებასთან დაკავშირებით;
ძირითადი ტვირთის გარდა ვამუშავებთ ყველა სახის ტვირთებს ძვირფასი, ცოცხალი, მალფუჭებადი, სახიფათო და სპეციფიკური (ზომა-წონიდან გამომდინარე) ტვირთების ჩათვლით.
გამოცდილი სერტიფიცირებული სპეციალისტები უზრუნველყოფენ უსაფრთხო ხარისხიან მომსახურებას.