ტვირთის გადაზიდვა საუკეთესო პირობებით – Lasare!

Lasare – ტვირთის გადაზიდვა საუკეთესო პირობებით!

კომპანია „ლასარე“ გთავაზობთ ტვირთის გადაზიდვას საუკეთესო პირობებით. ჩვენ ვასრულებთ ტვირთის ავიაგადაზიდვასთან დაკავშირებულ სრულ სააგენტო მომსახურებას, ვაგზავნით ტვირთს მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე. ჩვენ ასევე ვასრულებთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სრულ სატვირთო მომსახურებას.

ძირითადი ტვირთის გარდა (General cargo), ვაგზავნით ყველა სახის ტვირთს: ძვირფასი (გამოცხადებული ღირებულებით და გამოცხადების გარეშე), ცოცხალი, მალფუჭებადი, სახიფათო, სპეციფიკური (ზომა- წონიდან გამომდინარე) ტვირთების ჩათვლით.

საჰაერო ხომალდების მომსახურებისას ვიყენებთ საკუთარ სატვირთო ავტო ამწეებს, ჩანგლისებურ ამწეებს და სხვა სათანადო ტექნიკას.

გამოცდილი სერტიფიცირებული სპეციალისტები უზრუნველყოფენ უსაფრთხო ხარისხიან მომსახურებას 24/7 რეჟიმში.

ტვირთის გაგზავნამდე სათანადო სამსახურში გამგზავნის განაცხადის საფუძველზე გამოიწერება ავიაზედდებული ყოველი კონკრეტული ავიაგადაზიდვისათვის. ასევე, შესაძლებელია ტვირთების დაზღვევა სპეციალურად ავიაგადაზიდვებზე მორგებული სადაზღვევო პროგრამის გამოყენებით.

გასაგზავნი საექსპორტო ტვირთი ტერმინალში გადის ავიაგადაზიდვისათვის მოსამზადებელ სრულ პროცესს, ყველა გასაგზავნად შემომავალი ტვირთი მოწმდება საავიაციო უშიშროების სამსახურის მიერ.

შესაძლებელია ტვირთების დაზღვევა სპეციალურად ავიაგადაზიდვებზე მორგებულ სადაზღვევო პროგრამით.

ტერმინალი ამუშავებს, აგზავნის და ღებულობს ყველა სახის ავია ტვირთებს მსოფლიოს ყველა წერტილიდან, ასრულებს სატრანზიტო ავია ტვირთების მომსახურებას, ტერმინალის ტერიტორია არის საქართველოს საბაჟოს კონტროლის ზონა, სადაც ინახება როგორც სტანდარტული ისე სპეციალური პირობებით შესანახი ტვირთი, ტერიტორიაზე განლაგებულია – სახიფათო, ძვირფასი და მალფუჭებადი ტვირთის საწყობები, ასევე ტემპერატურული რეჟიმის საწყობები რომლებიც უზრუნველყოფენ შემდეგ ტემპერატურულ პირობებს -20 -80 (-200 წინასწარი მოთხოვნით); +20+80; +150+250.

გასაგზავნი საექსპორტო ტვირთი ტერმინალში გადის ავიაგადაზიდვისათვის მოსამზადებელ სრულ პროცესს, ყველა გასაგზავნად შემომავალი ტვირთი მოწმდება საავიაციო უშიშროების სამსახურის მიერ. შესაძლებელია ტვირთების დაზღვევა სპეციალურად ავიაგადაზიდვებზე მორგებულ სადაზღვევო პროგრამით.

ვასრულებთ გასაგზავნი ტვირთების დაჯავშვნას და ტვირთების მონიტორინგს ავიაკომპანიების სისტემებში, ვუზრუნველყოფთ დამკვეთისთვის ტვირთთან დაკავშირებული მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდებას.

და ბოლოს, გადაზიდვების სამსახურის კვალიფიციური და სერტიფიცირებული პერსონალი აწვდის მომხმარებელს ტვირთთან დაკავშირებულ ამომწურავ ინფორმაციას, ეხმარება სასურველი ავიაგადაზიდის (ავიაკომპანია, მარშრუტი) შერჩევაში, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს ჩარტერული სატვირთო რეისების ორგანიზებას.