ტვირთის ავიაგადაზიდვის სააგენტო მომსახურება

ვასრულებთ ტვირთის ავიაგადაზიდვასთან დაკავშირებულ სრულ სააგენტო მომსახურებას, ავიაკომპანიების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე. ვაგზავნით ტვირთს მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე.

ვასრულებთ გასაგზავნი ტვირთების დაჯავშვნას და ტვირთების მონიტორინგს ავიაკომპანიების სისტემებში, ვუზრუნველყოფთ დამკვეთისთვის ტვირთთან დაკავშირებული მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდებას; ძირითადი ტვირთის გარდა (General cargo), ვაგზავნით ყველა სახის ტვირთებს ძვირფასი (გამოცხადებული ღირებულებით და გამოცხადების გარეშე) ცოცხალი, მალფუჭებადი, სახიფათო, სპეციფიკური (ზომა- წონიდან გამომდინარე) ტვირთების ჩათვლით.

გადაზიდვების სამსახურის კვალიფიციური და სერტიფიცირებული პერსონალი აწვდის მომხმარებელს ტვირთთან დაკავშირებულ ამომწურავ ინფორმაციას, ეხმარება სასურველი ავიაგადაზიდის (ავიაკომპანია, მარშრუტი) შერჩევაში, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს ჩარტერული სატვირთო რეისების ორგანიზებას.

ტვირთის გაგზავნამდე სათანადო სამსახურში გამგზავნის განაცხადის საფუძველზე გამოიწერება ავიაზედდებული ყოველი კონკრეტული ავიაგადაზიდვისათვის. ასევე, შესაძლებელია ტვირთების დაზღვევა სპეციალურად ავიაგადაზიდვებზე მორგებული სადაზღვევო პროგრამის გამოყენებით.

გასაგზავნად ტვირთის მიღების დადგენილი დროის ლიმიტებს შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულზე.