ტვირთები ჩინეთიდან – ტრანსპორტირება საუკეთესო პირობებით!

ტვირთები ჩინეთიდან – ტრანსპორტირება საუკეთესო პირობებით!

ავია-სატვირთო ტერმინალი „ლასარე“ გთავაზობთ ჩინეთიდან ტვირთების ჩამოტანას, საუკეთესი პირობებით!

ჩინეთიდან ტვირთების შემოტანა ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რადგან საუბარია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილ მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყანაზე, რომლის მიმართ არსებობს დიდი ინტერესი, ქართული და სხვა საერთაშორისო ბიზნესების მხრიდან.

ასევე აღსანიშნავია, რომ ჩინეთთან საქართველოს აკავშირებს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეკრულება, რაც საშუალებას იძლევა განვახორციელეოთ ქართული ტვირთების ექსპორტი საქართველოდან, რაშიც ლასარე დახმარებათ.

„ლასარე“ შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზეა განთავსებული და საჰაერო ხომალდის სატვირთო საჰენდლინგო მომსახურებისათვის აუცილებელი ბაზის, საბაჟო საწყობისა და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სასაწყობო მეურნეობის ერთობლიობაა უშიშროების დაცული სისტემით.

ეს ყველაფერი გვეხმარება იმაში, რომ ჩვენს მომხმარებელს ხარისხიანი და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურება გავუწიოთ საჰაერო ტვირთების მომსახურებისას.

ჩვენ გთავაზობთ კარიდან კარამდე სერვისს, რომელიც მოიცავს:

  • ავია-სატვირთო მომსახურებას;
  • ტვირთის დაზღვევას;
  • 24 საათიან საინფორმაციო მომსახურებას;
  • ლოჯისტიკურ და საბროკერო მომსახურებას;
  • შიდა ტრანსპორტირებას.