ტვირთები ევროპიდან – ტრანსპორტირება საუკეთესო პირობებით!

ტვირთები ევროპიდან – ტრანსპორტირება საუკეთესო პირობებით!

ტვირთების ევროპიდან ტრანსპორტირება კომპანია „ლასარეს“ ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა.

ჩვენ მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს ისეთ ავიაკომპანიებთან, როგორებიცაა ლუფთხანზა და თურქეთის ავიახაზები.

„ლასარე“ განთავსებულია შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე და მომხმარებელს მაღალხარისხიან, პროფესიონალურ მომსახურებას სთავაზობს.

ჩვენ ვაერთიანებთ სატვირთო საჰენდლინგო ბაზას, საბაჟო საწყობს და სასაწყობე მეურნეობას აეროდრომზე დამოუკიდებელ გასასვლელთან ერთად. ეს ყველაფერი გვეხმარება შევინარჩუნოთ საჰაერო ტვირთების მომსახურების უმაღლესი სტანდარტი, რომელიც ყველა საერთაშორისო მოთხოვნას პასუხობს.

ჩვენს თანამშრომლებში არიან IATA-სა და FIATA-ში სერტიფიცირებული სპეციალისტები, სახიფათო ტვირთების და ცოცხალი ცხოველების მომსახურების უფლებით.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ავია-სატვირთო მომსახურებას;
  • ტვირთის დაზღვევას;
  • 24 საათიან საინფორმაციო მომსახურებას;
  • ლოჯისტიკურ და საბროკერო მომსახურებას;
  • შიდა ტრანსპორტირებას.