ტერმინალში დროის ლიმიტები ტვირთის გაგზავნასთან დაკავშირებით

ტვირთის გამგზავნთა საყურადღებოდ!

გთხოვთ, გაეცნოთ დადგენილი დროის ლიმიტებს ტვირთის გაგზავნასთან დაკავშირებით:

სტანდარტული სერვისით სარგებლობის შემთხვევაში,ტვირთის მიღების პროცედურა უნდა განხორციელდეს რეისის გაფრენამდე 24 საათით ადრე, ხოლო დოკუმენტაციის წარდგენა (საბაჟო პროცედურების ჩათვლით) 5 საათით ადრე.

დაჩქარებული სერვისით სარგებლობის შემთხვევაში,ტვირთის მიღების პროცედურა უნდა განხორციელდეს რეისის გაფრენამდე 6 საათით ადრე, ხოლო დოკუმენტაციის წარდგენა (საბაჟო პროცედურების ჩათვლით) 5 საათით ადრე.

„ლუფთჰანზა“- ს ავიაკომპანიით ტვირთის გაგზავნისას, გთხოვთ გაითვალისწინოთ :

სტანდარტული სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, ტვირთის მიღების პროცედურა უნდა განხორციელდეს რეისის გაფრენამდე 24 საათით ადრე, ხოლო დოკუმენტაციის წარდგენა (საბაჟო პროცედურის ჩათვლით) 9 საათით ადრე.

სტანდარტული სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, სპეციალური ტვირთის გაგზავნისას მიღების პროცედურა უნდა განხორციელდეს რეისის გაფრენამდე 24 საათით ადრე, ხოლო დოკუმენტაციის წარდგენა (საბაჟო პროცედურების ჩათვლით) 6 საათით ადრე.

დაჩქარებული სერვისით სარგებლობის შემთხვევაში,ტვირთის მიღების პროცედურა უნდა განხორციელდეს რეისის გაფრენამდე 10 საათით ადრე, ხოლო დოკუმენტაციის წარდგენა (საბაჟო პროცედურების ჩათვლით) 9 საათით ადრე.

დაჩქარებული სერვისით სარგებლობის შემთხვევაში,სპეციალური ტვირთის გაგზავნისას მიღების პროცედურა უნდა განხორციელდეს რეისის გაფრენამდე 7 საათით ადრე, ხოლო დოკუმენტაციის წარდგენა (საბაჟო პროცედურების ჩათვლით) 6 საათით ადრე.