სატვირთო საჰენდლინგო მომსახურება

ვასრულებთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სრულ სატვირთო მომსახურებას, ავიაკომპანიების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.

ვემსახურებით ყველა ტიპის თვითმფრინავებს,

მათ შორის B-747; B-767; B737; B-707; DC-10; DC-11; A-300; A-310; A-319; A-320; A-321; A-330; IL-76;

IL-86; IL-96; AN-12; AN-126 და სხვა;

ვამუშავებთ კონტეინერებს 2АК-1,5; LD-3; LD-7, ქვესადგამებს PA-1,5; PA-3, პალეტებს

60,4″x125″; 88″x125″; 96″x125.

ძირითადი ტვირთის გარდა ვამუშავებთ ყველა სახის ტვირთებს ძვირფასი, ცოცხალი, მალფუჭებადი, სახიფათო და სპეციფიკური (ზომა-წონიდან გამომდინარე) ტვირთების ჩათვლით. საჰაერო ხომალდების მომსახურებისას ვიყენებთ საკუთარ სატვირთო ავტო-ამწეებს, ჩანგლისებურ ამწეებს და სხვა სათანადო ტექნიკას. გამოცდილი სერტიფიცირებული სპეციალისტები უზრუნველყოფენ უსაფრთხო ხარისხიან მომსახურებას 24/7 რეჟიმში.