ტვირთის ავიაგადაზიდვის სააგენტო მომსახურება

ვასრულებთ ტვირთის ავიაგადაზიდვასთან დაკავშირებულ სრულ სააგენტო მომსახურებას, ავიაკომპანიების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე. ვაგზავნით ტვირთს მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე.

ვასრულებთ გასაგზავნი ტვირთების დაჯავშვნას და ტვირთების მონიტორინგს ავიაკომპანიების სისტემებში, ვუზრუნველყოფთ დამკვეთისთვის ტვირთთან დაკავშირებული მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდებას; ძირითადი ტვირთის გარდა (General cargo), ვაგზავნით ყველა სახის ტვირთებს ძვირფასი (გამოცხადებული ღირებულებით და გამოცხადების გარეშე) ცოცხალი, მალფუჭებადი, სახიფათო, სპეციფიკური (ზომა- წონიდან გამომდინარე) ტვირთების ჩათვლით.

გადაზიდვების სამსახურის კვალიფიციური და სერტიფიცირებული პერსონალი აწვდის მომხმარებელს ტვირთთან დაკავშირებულ ამომწურავ ინფორმაციას, ეხმარება სასურველი ავიაგადაზიდის (ავიაკომპანია, მარშრუტი) შერჩევაში, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს ჩარტერული სატვირთო რეისების ორგანიზებას.

ტვირთის გაგზავნამდე სათანადო სამსახურში გამგზავნის განაცხადის საფუძველზე გამოიწერება ავიაზედდებული ყოველი კონკრეტული ავიაგადაზიდვისათვის. ასევე, შესაძლებელია ტვირთების დაზღვევა სპეციალურად ავიაგადაზიდვებზე მორგებული სადაზღვევო პროგრამის გამოყენებით.

გასაგზავნად ტვირთის მიღების დადგენილი დროის ლიმიტებს შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულზე.

სატვირთო საჰენდლინგო მომსახურება

ვასრულებთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სრულ სატვირთო მომსახურებას, ავიაკომპანიების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.

ვემსახურებით ყველა ტიპის თვითმფრინავებს,

მათ შორის B-747; B-767; B737; B-707; DC-10; DC-11; A-300; A-310; A-319; A-320; A-321; A-330; IL-76;

IL-86; IL-96; AN-12; AN-126 და სხვა;

ვამუშავებთ კონტეინერებს 2АК-1,5; LD-3; LD-7, ქვესადგამებს PA-1,5; PA-3, პალეტებს

60,4″x125″; 88″x125″; 96″x125.

ძირითადი ტვირთის გარდა ვამუშავებთ ყველა სახის ტვირთებს ძვირფასი, ცოცხალი, მალფუჭებადი, სახიფათო და სპეციფიკური (ზომა-წონიდან გამომდინარე) ტვირთების ჩათვლით. საჰაერო ხომალდების მომსახურებისას ვიყენებთ საკუთარ სატვირთო ავტო-ამწეებს, ჩანგლისებურ ამწეებს და სხვა სათანადო ტექნიკას. გამოცდილი სერტიფიცირებული სპეციალისტები უზრუნველყოფენ უსაფრთხო ხარისხიან მომსახურებას 24/7 რეჟიმში.

სატვირთო სატერმინალო მომსახურება

ტერმინალი ამუშავებს, აგზავნის და ღებულობს ყველა სახის ავია ტვირთებს მსოფლიოს ყველა წერტილიდან, ასრულებს სატრანზიტო ავია ტვირთების მომსახურებას, ტერმინალის ტერიტორია არის საქართველოს საბაჟოს კონტროლის ზონა, სადაც ინახება როგორც სტანდარტული ისე სპეციალური პირობებით შესანახი ტვირთი, ტერიტორიაზე განლაგებულია – სახიფათო, ძვირფასი და მალფუჭებადი ტვირთის საწყობები, ასევე ტემპერატურული რეჟიმის საწყობები რომლებიც უზრუნველყოფენ შემდეგ ტემპერატურულ პირობებს -200; -20 -80; +20+80; +150+250. გამოცდილი და სერტიფიცირებული პერსონალი უზრუნველყოფს მომსახურების სრულ კომპლექსს, ვმუშაობთ 24/7 რეჟიმში, მომხმარებელს ვთავაზობთ სრულ საინფორმაციო მომსახურებას.

ტვირთის გაგზავნამდე სათანადო სამსახურში გამგზავნის განაცხადის საფუძველზე გამოიწერება ავიაზედდებული ყოველი კონკრეტული ავიაგადაზიდვისათვის, გასაგზავნი საექსპორტო ტვირთი ტერმინალში გადის ავიაგადაზიდვისათვის მოსამზადებელ სრულ პროცესს, ყველა გასაგზავნად შემომავალი ტვირთი მოწმდება საავიაციო უშიშროების სამსახურის მიერ. შესაძლებელია ტვირთების დაზღვევა სპეციალურად ავიაგადაზიდვებზე მორგებულ სადაზღვევო პროგრამით.

გასაგზავნად ტვირთის მიღების დადგენილი დროის ლიმიტებს შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულზე.

ტერმინალში დროის ლიმიტები ტვირთის გაგზავნასთან დაკავშირებით

ტვირთის გამგზავნთა საყურადღებოდ!

“ლასარე”-ს სატვირთო ტერმინალი სთავაზაობს მომხმარებლებს სტანდარტული და დაჩქარებული ტვირთის გაგზავნის სერვისებს. გთხოვთ, გაეცნოთ დადგენილ დროის ლიმიტებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ტვირთის გაგზავნისას :

სტანდარტული სერვისი:

სატვირთო რეისზე ტვირთის გაგზავნისას სტანდარტული სერვისის გამოყენებით,მომხმარებელმა უნდა წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (დასრულებული საბაჟო დეკლარაციის ჩათვლით) რეისის გაფრენამდე 10 საათით ადრე, ხოლო ტვირთის მიღების პროცედურა განახორციელოს არაუგვიანეს 24 საათით ადრე რეისის გაფრენამდე.

სამგზავრო რეისზე ტვირთის გაგზავნისას სტანდარტული სერვისის გამოყენებით,მომხმარებელმა უნდა წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (დასრულებული საბაჟო დეკლარაციის ჩათვლით) რეისის გაფრენამდე 5 საათით ადრე, ხოლო ტვირთის მიღების პროცედურა განახორციელოს არაუგვიანეს 24 საათით ადრე რეისის გაფრენამდე.

„ლუფთჰანზა“- ს ავიაკომპანიით ტვირთის გაგზავნისას, გთხოვთ გაითვალისწინოთ: მომხმარებელმა უნდა წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (დასრულებული საბაჟო დეკლარაციის ჩათვლით) რეისის გაფრენამდე 9 საათით ადრე, ხოლო ტვირთის მიღების პროცედურა განახორციელოს არაუგვიანეს 24 საათით ადრე რეისის გაფრენამდე.

სპეციალური ტვირთის გაგზავნისას მომხმარებელმა უნდა წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (დასრულებული საბაჟო დეკლარაციის ჩათვლით) რეისის გაფრენამდე 6 საათით ადრე, ხოლო ტვირთის მიღების პროცედურა განახორციელოს არაუგვიანეს 24 საათით ადრე რეისის გაფრენამდე.

დაჩქარებული სერვისი:

სატვირთო რეისზე ტვირთის გაგზავნისას დაჩქარებული სერვისის გამოყენებით, ტვირთის მიღება, ისევე როგორც შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა (დასრულებული საბაჟო დეკლარაციის ჩათვლით), უნდა მოხდეს რეისის გაფრენამდე მინიმუმ 10 დღით ადრე.

სამგზავრო რეისზე ტვირთის გაგზავნისას დაჩქარებული სერვისის გამოყენებით, ტვირთის მიღება, ისევე როგორც შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა (დასრულებული საბაჟო დეკლარაციის ჩათვლით), უნდა მოხდეს რეისის გაფრენამდე მინიმუმ 5 საათით ადრე.

„ლუფთჰანზა“- ს ავიაკომპანიით ტვირთის გაგზავნისას, გთხოვთ გაითვალისწინოთ: მომხმარებელმა უნდა წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (დასრულებული საბაჟო დეკლარაციის ჩათვლით) რეისის გაფრენამდე 9 საათით ადრე, ხოლო ტვირთის მიღების პროცედურა განახორციელოს არაუგვიანეს 10 საათით ადრე რეისის გაფრენამდე.

სპეციალური ტვირთის გაგზავნისას მომხმარებელმა უნდა წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (დასრულებული საბაჟო დეკლარაციის ჩათვლით) რეისის გაფრენამდე 6 საათით ადრე, ხოლო ტვირთის მიღების პროცედურა განახორციელოს არაუგვიანეს 7 საათით ადრე რეისის გაფრენამდე.

ტვირთის დაზღვევა

ვახორციელებთ ტვირთების დაზღვევას სპეციალურად ავიაგადაზიდვებზე მორგებული სადაზღვევო პროგრამის გამოყენებით, თქვენგეძლევათ საშუალება დააზღვიოთ ტვირთი ნებისმიერ ავიაკომპანიაზე, ნებისმიერი მიმართულებით.

ტვირთის ავიაგადაზიდვის სააგენტო მომსახურება

ვასრულებთ ტვირთის ავიაგადაზიდვასთან დაკავშირებულ სრულ სააგენტო მომსახურებას, ავიაკომპანიების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე. ვაგზავნით ტვირთს მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე.

ვასრულებთ გასაგზავნი ტვირთების დაჯავშვნას და ტვირთების მონიტორინგს ავიაკომპანიების სისტემებში, ვუზრუნველყოფთ დამკვეთისთვის ტვირთთან დაკავშირებული მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდებას; ძირითადი ტვირთის გარდა (General cargo), ვაგზავნით ყველა სახის ტვირთებს ძვირფასი (გამოცხადებული ღირებულებით და გამოცხადების გარეშე) ცოცხალი, მალფუჭებადი, სახიფათო, სპეციფიკური (ზომა- წონიდან გამომდინარე) ტვირთების ჩათვლით.

გადაზიდვების სამსახურის კვალიფიციური და სერტიფიცირებული პერსონალი აწვდის მომხმარებელს ტვირთთან დაკავშირებულ ამომწურავ ინფორმაციას, ეხმარება სასურველი ავიაგადაზიდის (ავიაკომპანია, მარშრუტი) შერჩევაში, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს ჩარტერული სატვირთო რეისების ორგანიზებას.

ტვირთის გაგზავნამდე სათანადო სამსახურში გამგზავნის განაცხადის საფუძველზე გამოიწერება ავიაზედდებული ყოველი კონკრეტული ავიაგადაზიდვისათვის. ასევე, შესაძლებელია ტვირთების დაზღვევა სპეციალურად ავიაგადაზიდვებზე მორგებული სადაზღვევო პროგრამის გამოყენებით.

გასაგზავნად ტვირთის მიღების დადგენილი დროის ლიმიტებს შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულზე.

სატვირთო საჰენდლინგო მომსახურება

ვასრულებთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სრულ სატვირთო მომსახურებას, ავიაკომპანიების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.

ვემსახურებით ყველა ტიპის თვითმფრინავებს,

მათ შორის B-747; B-767; B737; B-707; DC-10; DC-11; A-300; A-310; A-319; A-320; A-321; A-330; IL-76;

IL-86; IL-96; AN-12; AN-126 და სხვა;

ვამუშავებთ კონტეინერებს 2АК-1,5; LD-3; LD-7, ქვესადგამებს PA-1,5; PA-3, პალეტებს

60,4″x125″; 88″x125″; 96″x125.

ძირითადი ტვირთის გარდა ვამუშავებთ ყველა სახის ტვირთებს ძვირფასი, ცოცხალი, მალფუჭებადი, სახიფათო და სპეციფიკური (ზომა-წონიდან გამომდინარე) ტვირთების ჩათვლით. საჰაერო ხომალდების მომსახურებისას ვიყენებთ საკუთარ სატვირთო ავტო-ამწეებს, ჩანგლისებურ ამწეებს და სხვა სათანადო ტექნიკას. გამოცდილი სერტიფიცირებული სპეციალისტები უზრუნველყოფენ უსაფრთხო ხარისხიან მომსახურებას 24/7 რეჟიმში.

სატვირთო სატერმინალო მომსახურება

ტერმინალი ამუშავებს, აგზავნის და ღებულობს ყველა სახის ავია ტვირთებს მსოფლიოს ყველა წერტილიდან, ასრულებს სატრანზიტო ავია ტვირთების მომსახურებას, ტერმინალის ტერიტორია არის საქართველოს საბაჟოს კონტროლის ზონა, სადაც ინახება როგორც სტანდარტული ისე სპეციალური პირობებით შესანახი ტვირთი, ტერიტორიაზე განლაგებულია – სახიფათო, ძვირფასი და მალფუჭებადი ტვირთის საწყობები, ასევე ტემპერატურული რეჟიმის საწყობები რომლებიც უზრუნველყოფენ შემდეგ ტემპერატურულ პირობებს -20 -80 (-200 წინასწარი მოთხოვნით); +20+80; +150+250. გამოცდილი და სერტიფიცირებული პერსონალი უზრუნველყოფს მომსახურების სრულ კომპლექსს, ვმუშაობთ 24/7 რეჟიმში, მომხმარებელს ვთავაზობთ სრულ საინფორმაციო მომსახურებას.

ტვირთის გაგზავნამდე სათანადო სამსახურში გამგზავნის განაცხადის საფუძველზე გამოიწერება ავიაზედდებული ყოველი კონკრეტული ავიაგადაზიდვისათვის, გასაგზავნი საექსპორტო ტვირთი ტერმინალში გადის ავიაგადაზიდვისათვის მოსამზადებელ სრულ პროცესს, ყველა გასაგზავნად შემომავალი ტვირთი მოწმდება საავიაციო უშიშროების სამსახურის მიერ. შესაძლებელია ტვირთების დაზღვევა სპეციალურად ავიაგადაზიდვებზე მორგებულ სადაზღვევო პროგრამით.

გასაგზავნად ტვირთის მიღების დადგენილი დროის ლიმიტებს შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულზე.

ტერმინალში დროის ლიმიტები ტვირთის გაგზავნასთან დაკავშირებით

ტვირთის გამგზავნთა საყურადღებოდ!

“ლასარე”-ს სატვირთო ტერმინალი სთავაზაობს მომხმარებლებს სტანდარტული და დაჩქარებული ტვირთის გაგზავნის სერვისებს. გთხოვთ, გაეცნოთ  დადგენილ დროის ლიმიტებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ტვირთის გაგზავნისას :

სტანდარტული სერვისი:

ტვირთის გაგზავნისას სტანდარტული სერვისის გამოყენებით, მომხმარებელმა უნდა წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (დასრულებული საბაჟო დეკლარაციის ჩათვლით) რეისის გაფრენამდე 10 საათით ადრე, ხოლო ტვირთის მიღების პროცედურა განახორციელოს არაუგვიანეს 24 საათით ადრე რეისის გაფრენამდე.

„ლუფთჰანზა“- ს ავიაკომპანიით ტვირთის გაგზავნისას, გთხოვთ გაითვალისწინოთ: მომხმარებელმა უნდა წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (დასრულებული საბაჟო დეკლარაციის ჩათვლით) რეისის გაფრენამდე 9 საათით ადრე, ხოლო ტვირთის მიღების პროცედურა განახორციელოს არაუგვიანეს 24 საათით ადრე რეისის გაფრენამდე.

სპეციალური ტვირთის გაგზავნისას მომხმარებელმა უნდა წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (დასრულებული საბაჟო დეკლარაციის ჩათვლით) რეისის გაფრენამდე 6 საათით ადრე, ხოლო ტვირთის მიღების პროცედურა განახორციელოს არაუგვიანეს 24 საათით ადრე რეისის გაფრენამდე.

დაჩქარებული სერვისი:

ტვირთის გაგზავნისას დაჩქარებული სერვისის გამოყენებით, ტვირთის მიღება, ისევე როგორც შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა (დასრულებული საბაჟო დეკლარაციის ჩათვლით), უნდა მოხდეს რეისის გაფრენამდე მინიმუმ 5 საათით ადრე.

„ლუფთჰანზა“- ს ავიაკომპანიით ტვირთის გაგზავნისას, გთხოვთ გაითვალისწინოთ: მომხმარებელმა უნდა წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (დასრულებული საბაჟო დეკლარაციისჩათვლით) რეისის გაფრენამდე 9 საათით ადრე, ხოლო ტვირთის მიღების პროცედურა განახორციელოს არაუგვიანეს 10 საათით ადრე რეისის გაფრენამდე.