თავფურცელი სერვისები სატერმინალო მომსახურება
ქართულიინგლისური
სატერმინალო მომსახურება

 

ტერმინალი აგზავნის და ღებულობს ტვირთებს მსოფლიოს ყველა წერტილიდან, ასრულებს სატრანზიტო ტვირთების მომსახურებას, ტერმინალის ტერიტორია არის საქართველოს საბაჟოს კონტროლის ზონა, სადაც ინახება სტანდარტული ტვირთი და ასევე განლაგებულია სპეციალური საწყობები, სახიფათო, ძვირფასი და მალფუჭებადი  ტვირთებისათვის, სამაცივრე ოთახები უზრუნველყოფენ საჭირო ტემპერატურულ რეჟიმებს -8 დან +8 მდე. ვამუშავებთ და ვინახავთ სპეციფიკურ ტვირთს (ზომა-წონიდან გამომდინარე). გამოცდილი და სერტიფიცირებული პერსონალი უზრუნველყოფს საექსპორტო/საიმპორტო/სატრანზიტო ტვირთების სატერმინალო მომსახურების სრულ კომპლექსს, მომხმარებლისათვის დასაწყობებულ ტვირთთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას 24-საათის განმავლობაში. ვმუშაობთ სადღეღამისო რეჟიმში,  მომხმარებელს ვთავაზობთ სრულ საინფორმაციო მომსახურებას.
ტვირთის გაგზავნამდე სათანადო სამსახურში გამგზავნის განაცხადის საფუძველზე გამოიწერება ავიაზედდებული ყოველი კონკრეტული ავიაგადაზიდვისათვის, გასაგზავნი საექსპორტო ტვირთი ტერმინალში გადის ავიაგადაზიდვისათვის მოსამზადებელ სრულ პროცესს, საჭიროებისას ეს პროცესი მოიცავს ტვირთის კომპლექტაციას, მუყაოს ან ხის ყუთებში ჩალაგებას, შეფუთვას ცელოფნით, ევროპალეტის მომზადებას, მარკირებას და ა.შ. ყველა გასაგზავნად შემომავალი ტვირთი მოწმდება საავიაციო უშიშროების სამსახურის მიერ, ასევე, შესაძლებელია ტვირთების დაზღვევა სპეციალურად ავიაგადაზიდვებზე მორგებულ სადაზღვევო პროგრამით. ტვირთის გაგზავნის ძირითადი მოთხოვნებია:
ტვირთის საბაჟო გაფორმება უნდა მოხდეს რეისამდე 24-საათით ადრე; ტერმინალში ტვირთი ბარდება გაგზავნისათვის სრულ მზადყოფნაში - ”მზად გაგზავნისთვის”; ტვირთის შემადგენლობის (შიგთავსის) სწორი დეკლარირება, როგორც სტანდარტული, ისე სახიფათო ტვირთებისათვის; ტერმინალში გამგზავნი ავსებს სპეციალური განაცხადის ფორმას “ტვირთის გაგზავნაზე”, აუცილებელი აღნიშვნით ექვემდებარება თუ არა მის მიერ მოწოდებული ტვირთი ავიაგადაზიდვას სახიფათო ტვირთის სტატუსით. სახიფათო ტვირთის გაგზავნის შემთხვევაში, გამგზავნი აწვდის ტერმინალის პერსონალს სახიფათო ტვირთის კოდს და დეკლარაციას; ტვირთის შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდებით გამოწვეულ პრობლემებზე პასუხისმგებლობა ეკისრება გამგზავნს; ძვირფასი, ცოცხალი, მალფუჭებადი, სახიფათო, სპეციფიკური (ზომა-წონიდან გამომდინარე; ერთი ადგილი +150კგ-ზე ზევით) ტვირთის გაგზავნისას გამგზავნი წინასწარ უკავშირდება გადაზიდვების განყოფილებას გადაზიდვის პირობების შესათანხმებლად.
ტერმინალში დასაწყობებულ საექსპორტო/საიმპორტო და სატრანზიტო ტვირთებზე სრული ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ: 
                                                                  ტელ.:  (+995 32) 245 03 30 
                                                                              (+995 32) 245 08 80
                                                                              (+995 32) 294 82 28
                                                                  ფაქსი:  (+995 32) 294 83 94
                                                                  ელ-ფოსტა:
ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს  
                                                                                    
ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს  

 

სიახლეები

    კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია შემოვიდა საქართველოს საჰაერო ...

    მორიგი კარგი სიახლე, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას სატვირთო მო ...

    შ.პ.ს. "ლასარე" - 2016 წლის საუკეთესო აგენტი

    ...

    2016 წლის საუკეთესო თანამშრომლები!

    ა.წ. 3-7 მაისს, IATA -ს სტანდარტების თანახმად, ჩვენს

    all news