თავფურცელი სერვისები ლოჯისტიკური მომსახურეობა
ქართულიინგლისური
ლოჯისტიკური მომსახურება

გთავაზობთ საექსპორტო, საიმპორტო და სატრანზიტო ტვირთების “კარიდან კარამდე” მიწოდების მომსახურებას, რაც გულისხმობს უშუალოდ გამოგზავნის წერტილიდან დანიშნულების წერტილამდე ტვირთის მიწოდების უზრუნველყოფას; ჩვენი გამოცდილი და კვალიფიციური თანამშრომლები შეგირჩევენ სასურველ გადამზიდ ავიაკომპანიას და მარშრუტს, „კარიდან კარამდე“ ტვირთის მიწოდებისას ლასარე-ს ძირითადი პარტნიორია ILG International Logistic Gateway რომელის საბაზისო ოფისები განლაგებულია ევროპის 4 ქვეყანაში, ხოლო შვილობილი და პარტნიორი კომპანიები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აღნიშნული გვაძლევს საშუალებას შემოგთავაზოთ ლოჯისტიკური სატვირთო მომსახურება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან თბილისში, საქართველოში, კავკასიის რეგიონში და პირიქით ნებისმიერი მიმართულებით.  მომხმარებელს ვთავაზობთ აღნიშნული მომსახურების სრულ პაკეტს, რომელიც მოიცავს ტვირთის ჩამოტანის ან გაგზავნის უზრუნველყოფას:
- კარიდან კარამდე,
- აეროპორტიდან კარამდე,
- კარიდან აეროპორტამდე,
- აეროპორტიდან აეროპორტამდე.
უზრუნველვყოფთ საჰაერო გზით გადასაზიდი ტვირთის ავტოტრანსპორტით უსწრაფეს მიწოდებას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ახლომდებარე აეროპორტამდე, კვალიფიციური მუშაკების მიერ ტვირთის შეფუთვას, მარკირებას და გადასაზიდად მომზადებას, საბაჟო პროცედურების ჩათვლით, ამასთანავე, ჩვენი სატვირთო ტერმინალის გამოყენებით გთავაზობთ ავია ან ავტოტრანსპორტით სატრანზიტო ტვირთების მიწოდების უზრუნველყოფას კავკასიის რეგიონში, ტვირთის წონა/ზომის და სატრანზიტო დროის გათვალისწინებით.
ასევე გთავაზობთ ნებისმიერი კატეგორიის ტვირთის დაზღვევას სპეციალურად გადაზიდვებისათვის მორგებული პროგრამით ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მომსახურებისათვის.
აქვე თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ „წინასწარი შეკვეთის“ ონლაინ-ფორმას, რომელიც სათანადო ინფორმაციის შევსებისას საშუალებას მოგცემთ წინასწარვე გათვალოთ სატვირთო მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯები ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართებზე:       
ტელ.:        (+995 32) 294 81 26 
                 (+995 577) 71 41 08
ფაქსი:       (+995 32) 294 83 94
ელ-ფოსტა: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს

ჩვენს მიერ გაწეული სანდო და ხარისხიანი მომსახურება თქვენი დროისა და სახსრების დაზოგვის საწინდარია!

 

სიახლეები

    კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია შემოვიდა საქართველოს საჰაერო ...

    მორიგი კარგი სიახლე, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას სატვირთო მო ...

    შ.პ.ს. "ლასარე" - 2016 წლის საუკეთესო აგენტი

    ...

    2016 წლის საუკეთესო თანამშრომლები!

    ა.წ. 3-7 მაისს, IATA -ს სტანდარტების თანახმად, ჩვენს

    all news