2016/01/31

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 2016 წლიდან შ.პ.ს. „ლასარე“-ს, სათანადო აუდიტის შედეგად,  ოფიციალურად მიენიჭა რეგულირებადი აგენტის (RA3)-ის სტატუსი მესამე რიგის ქვეყნებში.

აღნიშნული ფაქტი ხელს შეუწყობს ევროპის ქყეყნებში ავიაკომპანიების მხრიდან ფრენების დამატებას, რაც გამოიწვევს საჰაერო გადაზიდვებში ჩართული მეწარმეების განვითარებას და მათი ბიზნესის ხელშეწყობას.

მცნება მესამე რიგის ქვეყნების რეგულირებადი აგენტი აქტუალური გახდა 2010 წლის ოქტომბრის მოვლენის შემდეგ, კერძოდ: შუა აღმოსავლეთის და ევროპის აეროპორტებში საჰაერო გზით გადასაზიდ გზავნილებში უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები და მოახერხეს მათი უგულებელყოფა მოქმედებაში მოყვანამადე. აღნიშნული ფაქტის შედეგად ევროკავშირის ქვეყნების სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს უშიშროების ზომების გამკაცრება ევროპის მიმართულებით ფრენების უსაფრთხოების მიზნით.

2010 წლის ინციდენტს შედეგად მოყვა ICAO-ს (International Civil Aviation Organization) მიერ ახალი სტანდარტების და რეგულაციების შემუშავება, უშიშროების და უსაფრთხოების ზომების დახვეწის და გამკაცრების მიზნით.

დაინტერესების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://ec.europa.eu/transport/modes/air/security/cargo-mail/entities_en.htm

 

სიახლეები

    მორიგი კარგი სიახლე, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას სატვირთო მო ...

    შ.პ.ს. "ლასარე" - 2016 წლის საუკეთესო აგენტი

    ...

    2016 წლის საუკეთესო თანამშრომლები!

    ა.წ. 3-7 მაისს, IATA -ს სტანდარტების თანახმად, ჩვენს

    კიდევ ერთი სასიამოვნო სიახელე, ჩვენმა კომპანიამ ხე ...

    all news