2018/11/12

მიმდინარე წლის 9-11 ოქტომბერს IATA-ს მიერ ქ. ბანგკოკში გაიმართა სატვირთო გადაზიდვებისადმი მიძღვნილი მორიგი ყოველწლიური კონფერენცია. კონფერენციის ფარგლებში შ.პ.ს. „ლასარე“ მიწვეული იყო მალფუჭებადი ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული სპეციალური პანელის სპიკერად, სადაც დებატებში მონაწილეობას ასევე იღებდნენ ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა თურქეთის ავიახაზები, კარგოლუქსი, ყატარის ავიახაზები, ემირატები, რამოდენიმე მსხვილი ევროპული სადაზღვევო კომპანია და დამოუკიდებელი ექსპერტები. პანელის ფარგლებში განხილულ იქნა მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვისა და მომსახურების სპეციფიკა, აღნიშნულთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები და მათი გადაჭრის მეთოდიკა. ჩვენ მოხარული ვართ, რომ შეგვაქვს წვლილი საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების ჰარმონიზების პროცესში, რაც ხელს შეუწყობს უახლესი საერთაშორისო სტანდარტების განმტკიცებას და ქართულ ავიაციას წაახალისებს მომსახურების კიდევ უფრო მოქნილი მექანიზმების დანერგვაში.

 

სიახლეები

    2018 წლის საუკეთესო თანამშრომლები

    სასიამოვნო სიახლე! თქვენ უკვე გაქვთ საშუალება დააზღვიოთ ტვი ...

    ლასარე გილოცავთ დამდეგ შობა - ახალ წელს!

    მიმდინარე წლის 9-11 ოქტომბერს IATA-ს მიერ ქ. ბანგკოკში გაიმ ...

    2017 წლის საუკეთესო თანამშრომლე ...

    all news