2017/08/14

კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია შემოვიდა საქართველოს საჰაერო ბაზარზე. აგვისტოდან შესაძლებლობა გექნებათ გააგზავნოთ ტვირთი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე ჩვენი სატვირთო ტერმინალიდან ყველა იმ მიმართულებით, სადაც დაფრინავს ა/კ Gulf Air და მიიღოთ ამავე ავიაკომპანიით ჩამოსული ტვირთები.

ბახრეინის სამეფოს ეროვნული გადამზიდავი კომპანია Gulf Air 1950 წელს დაარსა და ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი პირველი კომერციული ავიაკომპანია გახდა. დღეისათვის Gulf Air-ი გახლავთ მსხვილი საერთაშორისო გადამზიდავი, რომელიც ემსახურება 42 ქალაქს 25 ქვეყანაში სამ კონტინენეზე. ბაჰრეინის აეროპორტში განლაგებული ცენტრიდან ავიაკომპანია ასრულებს დღეში ორ ან მეტ რეისს 10 რეგიონალურ ქალაქში, ინდოეთის სუბკონტინენტალური ქვეყნებისა და ევროპის ქვეყნების მიმართულებით. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები სრულდება კვირაში სამჯერ Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით. Gulf Air დააკავშირებს საქართველოს მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან და, შესაბამისად, ხელს შეუწყობს საქართველოს საჰაერო და სატვირთო ბაზრების ზრდის პროცესს.

 

სიახლეები

    კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია შემოვიდა საქართველოს საჰაერო ...

    მორიგი კარგი სიახლე, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას სატვირთო მო ...

    შ.პ.ს. "ლასარე" - 2016 წლის საუკეთესო აგენტი

    ...

    2016 წლის საუკეთესო თანამშრომლები!

    ა.წ. 3-7 მაისს, IATA -ს სტანდარტების თანახმად, ჩვენს

    all news