2017/06/23

მორიგი კარგი სიახლე, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას სატვირთო მომსახურებაზე ისრაელის ავიაკომპანიასთან EL AL Israel Airlines. ივნისის თვიდან EL AL-ით ჩამოსული ტვირთების მიღებას შეძლებთ ჩვენს ტერმინალში.

კომპანია EL AL Israel Airlines LTD. სავაჭრო ნიშნით  EL AL გახლავთ ისრაელის წამყვანი გადამზიდავი ავია კომპანია. ისრაელის ეროვნული ავიაკომპანია EL AL დაარსდა 1948 წელს და დღემდე არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო გადამზიდავი. დაარსების დღიდანვე  EL AL -ი იქცა ისრაელის სახელმწიფოს ისტორიის განუყოფელ შემადგენელ ნაწილად. ავიაკომპანიის ზრდასთან ერთად გაიზარდა მისი მომსახურების მსოფლიო არეალიც; დღეისათვის ის ემსახურება 50-ზე მეტ ქვეყანას, ასრულებს გეგმიურ ადგილობრივ და საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვებს ისრაელის ფარგლებში, ისევე როგორც ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, ამერიკის, აფრიკისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებებით. EL AL Cargo უზრუნველყოფს ყველა სახის სატვირთო მომსახურებას და მტკიცედ ინარჩუნებს სანდოობისა და პროფესიონალიზმის მაღალ დონესა და გამოირჩევა მომხმარებლისადმი დიდი ყურადღებით.  თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია შეასრულებს ფრენებს Boeing 737 ტიპის თვითმფრინავებით კვირაში ოთხჯერ.  EL AL Cargo  თავის მომხმარებელს სთავაზობს შემოქმედებით და ეფექტური გადაწყვეტილებებს, უსაფრთხოებასა და საიმედობაზე დაყრდნობით.

 

სიახლეები

    კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია შემოვიდა საქართველოს საჰაერო ...

    მორიგი კარგი სიახლე, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას სატვირთო მო ...

    შ.პ.ს. "ლასარე" - 2016 წლის საუკეთესო აგენტი

    ...

    2016 წლის საუკეთესო თანამშრომლები!

    ა.წ. 3-7 მაისს, IATA -ს სტანდარტების თანახმად, ჩვენს

    all news