თავფურცელი სიახლეები
ქართულიინგლისური
2012/02/17

  2012 წლის 1 თებერვლიდან 5 ვარსკვლავიანმა ავიაკომპანია QATAR AIRWAYS-მა დაიწყო რეგულარული რეისების შესრულება თბილისში.
საქართველოში QATAR AIRWAYS-ის სატვირთო საჰენდლინგო აგენტია ლასარე, რომლის საავიაციო სატვირთო ტერმინალი გთავაზობთ სრულ ავიასატვირთო მომსახურებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ავიაკომპანიის და რეისების შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ავიაკომპანიის ვებ-გვერდს:
http://www.qrcargo.com/

 
2012/01/10

  2011 წლის "ლასარე"-ს საუკეთესო თანამშრომლები

 
2011/12/01

  იხილეთ Air Cargo Week-ში გამოქვეყნებული ჩვენი კომპანიის გაყიდვების მენეჯერის  ქ-ნ. ინგა მელიკ-გაიკაზიანის ინტერვიუ

 
2011/11/03

  3 ოქტომბრიდან ვემსახურებით ა/კ "flydubai" -ს რეისებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

 
2011/10/31

  სექტემბრიდან გთავაზობთ ა/კ „China Southern Airlines“-ის სატვირთო მომსახურებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

 
2011/06/02

  მიმდინარე წლის 2 ივნისაიდან ავიაკომპანია "air Astana"-მ დაიწყო რეგულარული რეისების შესრულება ალმატა-თბილისი-ალმატა-ს მონაკვეთზე.
ჩვენ გთავაზობთ სრულ ავიასატვირთო მომსახურებას ზემოხსენებულ რეისებზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

 
2011/03/18

  ოფისების იჯარა
საჭირო ინფორმაცია სატვირთო გადაზიდვებთან და ზოგადად ავიაციასთან დაკავშირებული ორგანიზაციებისათვის, კერძო პირებისა და კომპანიებისათვის.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე, შ.პ.ს. ''ლასარე''-ს ახლადაშენებული სატვირთო ტერმინალის შენობაში ქირავდება ევროსტანდარტების მიხედვით კეთილმოწყობილი საოფისე ფართები.
უპირატესობანი : 

  1. მდებარეობა - შემოსავლების სამსახურის გაფორმების სერვის ცენტრსა (ყოფილი საბაჟო) და სამთავრობო აეროპორტს შორის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამგზავრო ტერმინალიდან 5 წუთის სავალზე;
  2. დროის დაზოგვა - ტვირთთან დაკავშირებული პროცედურების ჩატარება უმოკლეს დროში ტერიტორიაზე საჭირო ინფრასტრუქტურის ერთობლიობის ხარჯზე;
  3. პირობები - მოხერხებული, დაცული და კომფორტული გარემო.

დაინტერესდით?
მაშინ დაგვიკავშირდით: ელ-ფოსტა: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
                                                      ტელ: 294 81 24
                                                     ფაქსი: 294 81 41

  

 
2011/02/26

  დელფინები ბათუმში.
25 თებერვალს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, განახლებული დელფინარიუმისათვის, სპეციალური სატვირთო რეისით ჩამოფრინდა ”ძვირფასი” ტვირთი, რომელიც საკურორტო  სეზონზე უამრავ ტურისტს მოიზიდავს და განსაკუთრებით კი ბავშვებს გაახარებს.
იაპონიიდან შვიდი დელფინის ჩამოტვირთვის პროცესში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში  მონაწილეობა მიიღო ლასარეს სატვირთო ტერმინალის სათანადო პერსონალმა და სპეცტექნიკამ.

  

 
2010/12/17

2011 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს ტვირთის გაგზავნაზე საერთაშორისო სატრანსპორტო ორგანოების მიერ მიღებული შემდეგი ცვლილებები:

ბოლო დროს გახშირებული ტერორისტული აქტებისაგან დაცვის მიზნით  და საავიაციო უსაფრთხოების კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო სატრანსპორტო ორგანოებმა მიიღეს შემდეგი აკრძალვები ტვირთის გაგზავნაზე აშშ-სა და ევროპის მიმართულებით:

ავიასატვირთო გადაზიდვისთვის აღარ მიიღება :
1. აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიმართულებით:
ა) მელნიანი და ტონერიანი  კარტრიჯები;
ბ) ტვირთები იემენიდან და სომალიდან;
გ) ტვირთი ზედდებულზე აღნიშვნის გარეშე: “NO GOODS ARE FROM OR HAVE PASSED THROUGH YEMEN OR SOMALIA”.
2. აშშ-ს მიმართულებით სამგზავრო რეისებზე:
ა) პირადი ნივთები (Household Goods);
ბ) ფოსტა ათენიდან;
გ) ტრანზიტული ტვირთები “Transhipment Exemption” სერტიფიკატის გარეშე (სერტიფიკატის შესავსები ფორმა გაიცემა "ლასარე"-ს საავიაციო უშიშროების სამსახურში).
3. აშშ-ს მიმართულებით :
ა) ტვირთები “Master Air Waybill Acceptance Statement” ნებართვის გარეშე. (სერტიფიკატის შესავსები ფორმა გაიცემა "ლასარე"-ს საავიაციო უშიშროების სამსახურში).

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 2011 წლის 1 იანვრიდან სავალდებულოა:
ევროკავშირის წევრი ქვეყნის აეროპორტში (დანიშნულების წერტილი) ან მისი გავლით (გადატვირთვის წერტილი) გასაგზავნი ყველა საექსპორტო ტვირთის წინასწარი დეკლარირება შესაბამის საბაჟო პუნქტში.

ტვირთგამგზავნი ვალდებულია ყოველ საექსპორტო ტვირთზე მოგვაწოდოს შემდეგი საბუთები:
1. ავია კომპანიის ზედდებული, ყველა თანმხლები შიდა (აგენტის) ზედდებულის ასლებთან ერთად;
2. საექსპორტო დეკლარაციის ასლი;
3. დანიშნულების ქვეყანში მიმღები კომპანიის საბაჟო რეგისტრაციის ნომერი - “EORI number”;
4. ყველა საბუთი, რასაც დამატებით მოითხოვს ავიკომპანია.

- ტვირთი არ გაიგზავნება ევროკავშირის საბაჟო პუნქტიდან ტვირთის მიღებაზე უარის მიღების შემთხვევაში.
- ევროკავშირის საბაჟო პუნქტიდან ტვირთის მიღებაზე უარის მიღების დაგვიანების შემთხვევაში ავიაკომპანიისათვის ტვირთის გადაცემის შემდეგ, ტვირთი დაბრუნდება გაგზავნის აეროპორტში.

 
2010/09/15

მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან ავიაკომპანია LOT Polish Airlines-მა დაიწყო რეგულარული რეისების შესრულება ვარშავა-თბილისი-ვარშავა-ს მონაკვეთზე.
საქართველოში LOT Polish Airlines-ის სატვირთო გაყიდვებისა და საჰენდლინგო აგენტი არის  შპს ლასარე, რომლის ავია-სატვირთო ტერმინალი  გთავაზობთ სრულ ავიასატვირთო მოსახურებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ავიაკომპანიის და რეისების შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს  

http://www.lot.com/web/lotcargo

 
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 შემდეგი > ბოლოს >>

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL

სიახლეები

    2018 წლის საუკეთესო თანამშრომლები

    სასიამოვნო სიახლე! თქვენ უკვე გაქვთ საშუალება დააზღვიოთ ტვი ...

    ლასარე გილოცავთ დამდეგ შობა - ახალ წელს!

    მიმდინარე წლის 9-11 ოქტომბერს IATA-ს მიერ ქ. ბანგკოკში გაიმ ...

    2017 წლის საუკეთესო თანამშრომლე ...

    all news