თავფურცელი სიახლეები
ქართულიინგლისური
2016/05/20

ა.წ. 3-7 მაისს, IATA -ს სტანდარტების თანახმად, ჩვენს თანამშრომლებს ჩაუტარდათ სწავლება თემაზე „პაკეტირების საშუალებებისა და ტვირთის დამუშავების კომპლექტირების წესები ავია სატვირთო ტერმინალში“. სწავლების მიზანია არსებული კომპეტენტურობის დახვეწა, რომელიც აუცილებელია ავია სატვირთო ტერმინალში ტვირთის დამუშავების ტექნოლოგიურ პროცესში ჩართულ სპეციალისტთა სავალდებულო პროფესიონალური საიმედობისთვის და შემდგომში საჰაერო ხომალდის ბორტზე ჩასატვირთი ტვირთის კომპლექტირებაზე პასუხისმგებელ პირთათვის, არსებული კვალიფიკაციის ფარგლებში.


 
2016/05/18

კიდევ ერთი სასიამოვნო სიახელე, ჩვენმა კომპანიამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სატვირთო მომსახურებაზე ბერძნულ ავიაკომპანია “Ellinair”-თან. ა.წ. მაისის თვიდან ა/კ “Ellinair”-ის რეისებით ჩამოსული ტვირთების მიღება შეგიძლიათ ჩვენთან ტერმინალში.

 
2016/02/19

2016 წლის იანვრიდან ლასარე-ს საავიაციო სატვირთო ტერმინალმა დაიწყო ავიაკომპანია YANAIR-ის რეისების სატვირთო მომსახურება შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

 
2016/01/31

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 2016 წლიდან შ.პ.ს. „ლასარე“-ს, სათანადო აუდიტის შედეგად,  ოფიციალურად მიენიჭა რეგულირებადი აგენტის (RA3)-ის სტატუსი მესამე რიგის ქვეყნებში.

აღნიშნული ფაქტი ხელს შეუწყობს ევროპის ქყეყნებში ავიაკომპანიების მხრიდან ფრენების დამატებას, რაც გამოიწვევს საჰაერო გადაზიდვებში ჩართული მეწარმეების განვითარებას და მათი ბიზნესის ხელშეწყობას.

მცნება მესამე რიგის ქვეყნების რეგულირებადი აგენტი აქტუალური გახდა 2010 წლის ოქტომბრის მოვლენის შემდეგ, კერძოდ: შუა აღმოსავლეთის და ევროპის აეროპორტებში საჰაერო გზით გადასაზიდ გზავნილებში უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები და მოახერხეს მათი უგულებელყოფა მოქმედებაში მოყვანამადე. აღნიშნული ფაქტის შედეგად ევროკავშირის ქვეყნების სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს უშიშროების ზომების გამკაცრება ევროპის მიმართულებით ფრენების უსაფრთხოების მიზნით.

2010 წლის ინციდენტს შედეგად მოყვა ICAO-ს (International Civil Aviation Organization) მიერ ახალი სტანდარტების და რეგულაციების შემუშავება, უშიშროების და უსაფრთხოების ზომების დახვეწის და გამკაცრების მიზნით.

დაინტერესების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://ec.europa.eu/transport/modes/air/security/cargo-mail/entities_en.htm

 
2016/01/14

2015 წლის საუკეთესო თანამშრომლები! გილოცავთ!!!

 
2015/05/18

ლუფთგანზა კარგო გადავიდა ახალ iCAP სისტემაზე და თბილისიდანაც დაიწყო წარმატებით ფუნქციონირება ამ სისტემაში.

 
2015/05/01

მიმდინარე წლის 14-17 აპრილს შ.პ.ს. „ლასარე“-ს დელეგაცია Security Cargo Network-ის ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა ამ უკანასკნელის მიერ ორგანიზებულ მე-13 კონფერენციაზე ქ. სანტა როსაში, კალიფორნია - აშშ. კომფერენციას მსოფლიოს 115 ქვეყნიდან 160-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. Security Cargo Network-ი ქსელი აერთიანებს ლოჯისტიკის სფეროში დიდი გამოცდილების მქონე კომპანიებს, რომლებიც წლებია წარმატებულად მოღვაწეობენ საერთაშორისო გადაზიდვების მსოფლიო ბაზარზე. შ.პ.ს. „ლასარე“-ს წარმომადგენლებმა 25-მდე შეხვედრა გამართეს სხვადასხვა კომპანიების მესვეურებთან და დასახეს არაერთი ერთობლივი სამომავლო გეგმა. კონფერენციაზე მიღებულ საინფორმაციო ბაზაზე და არსებულ კონტაქტებზე დაყრდნობით ლასარე მზად არის ხელი შეუწყოს სატვირთო მომსახურების ზრდისა და განვითარების პროცესს მთლიანად რეგიონში.

 
2015/01/15

25 წელი ლასარეში და ლასარესთან ერთად! უფრო სრული ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ლასარეს გვერდს Facebook-ზე: www.facebook.com/LasareLtd

 
2015/01/14

2014 წლის საუკეთესო თანამშრომლები. უფრო სრული ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ლასარეს გვერდს Facebook-ზე: www.facebook.com/LasareLtd

 
2014/12/24

25 წარმატებული წელი საავიაციო ბაზარზე!
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 2014 წლის დეკემბერში ლასარე აღნიშნავს 25-წლიანი მოღვაწეობის იუბილეს. ლასარეს ხელმძღვანელობა ულოცავს ამ თარიღს კომპანიის ყველა თანამშრომელს და მადლობას უხდის განვლილი წლების განმავლობაში გაწეული შრომისა და ერთგულებისთვის.

 
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 შემდეგი > ბოლოს >>

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL

სიახლეები

    2018 წლის საუკეთესო თანამშრომლები

    სასიამოვნო სიახლე! თქვენ უკვე გაქვთ საშუალება დააზღვიოთ ტვი ...

    ლასარე გილოცავთ დამდეგ შობა - ახალ წელს!

    მიმდინარე წლის 9-11 ოქტომბერს IATA-ს მიერ ქ. ბანგკოკში გაიმ ...

    2017 წლის საუკეთესო თანამშრომლე ...

    all news